გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#161
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
southruislip |
Aug 1 2007, 03:06 PM
პოსტი
#162
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
გიორგი სააკაძეზე, რომ ვსაუბრობთ გვავიწყდება ერთი რამ.როგორც ვიცით გიორგი სააკაძე ბოლოს ირანში გაიქცა
და იქაც წარმატებას მიაღწია ირანის სამეფო კარზე და მისი სარდლობით ირანმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოგზავნა, საქმე იმაშია რომ ირანის სამეფო კარზე გიორგი სააკაძე ვერ დაწინაურდებოდა, თუ ის არ მიიღებდა მუსულმანურ სარწმუნოებას, რაც გახდა მისი მოღალატედ გამოცხადების მიზეზი მართლმადიდებელი ქრისტიანობის სასულიერო პირების მხრიდან. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ ,რომ ეს მოსაჩვენებლად გააკეთაო, გულში კი ქრისტიანად დარჩა , მაგრამ ამას გაიგებდნენ კი მართლმადიდებელი ქრისტიანების სასულიერო პირები. ასეთი რამე დღესაც, რომ გააკეთოს ადამიანმა არა მგონია უწმინდესმა და უნეტარესმა გაიგოს, და ალბათ შეაჩვენებს ასეთ ადამიანს, ალბათ მოღალატედაც გამოაცხადებს. ვინ უფრო მოღალატეა საქართველოსი? მართლმადიდებელი შადიმან ბარათაშვილი, თუ მოსაჩვენებლად გამუსულმანებული გიორგი სააკაძე? ეს როგორც ქრისტინების ფორუმი დავსვათ კითხვა: რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელმაც თავისი ქრისტიანული ქვეყნის გულისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მიუხედავად ამისა ქვეყანაში არ გააჩერეს. მაშინ გასაქცევი გზა მხოლოდ თურქეთში ან ირანში იყო.დღეს რომ ეცხოვრა გიორგი სააკაძეს ნამდვილად ჰოლანდიაში ან ბელგიაში გაიქცეოდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი