სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
მნათე |
Jul 13 2007, 12:19 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თემა იხსნება, ფორუმის წევრთა მოტივირებისთვის... ალბათ როცა რეგისტრაციას გადიოდით, ბანერზე დალანდეთ რომ ფორუმი გახლავთ "მართლმადიდებლური" პროფილის ( ), ა.გ თქვენ უკვე გარკვეული წინასწარი ინფორმაცია მიიღეთ მასში განთავსებულ ტექსტურასა თუ მპოსტავ იუზერებზე... მაგრამ ვფიქრობ დროა გავიაზროთ, რომ ეს ღვთაებრივი სიტყვა - ბერძნული ორთოდოქსიის შესატყვისი რომ არის და სწორედ დიდებას გულისხმობს, სულაც არ გახლავთ ასეთი მშრალი და იდეოლოგიური, როგორადაც მას ხშირად წარმოადგენენ... მართლმადიდებლობა ეს არის მადიდებლობა და რწმენა სიყვარულში, უკეთ - რწმენის გავრცელება სიყვარულში, კიდევ უკეთ - რწმენისა და ჭეშმარიტების დამოწმება სიყვარულით! - თითოეული ადამიანი, რომელიც ფორუმზე შემოდის, რა თქმა უნდა ხვდება ეკლესიურ გარემოში, რადგან მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის წევრია - მაშასადამე ისინი ჩვენგან მოელიან რაღაც არაჩვეულებრივს თუ არა, განსხვავებულს მაინც, ასეთ ადამიანებს რამდენიმე რამ მინდა ვუთხრა: 1. ღმერთი ადამიანებით არ იზომება და ნურც თქვენ გაზომავთ მას ჩვენით. 2. მართალია ჩვენ გვევალება ვიყოთ "ამ სოფლის მარილი", მაგრამ ხშირად ჩვენსავე სამარილეში, წიწაკის მეტი არაფერია. 3. ეკლესია თითქმის ყველა საუკუნეში სამწუხაროდ ისევ ადამიანთა დაუდევრობისა და ურწმუნოების გამო ასეთ ქარ-ცცეხლში იყო, თავად პავლე მოციქულს უწევდა მკაცრი გამონათქვამების მთელი ნუსხის მიწერა მაშინდელი ქრისტეანული თემებისადმი, რომელიც საოცრად ეხმიანება ფორუმის ყოფას: "თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ" (გალატ 5,15) "ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის" (ფილიპ. 2; 20-21) ეს ნუ დაგაბრკოლებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიღწვით სრულყოფილებისთვი, ჩვენი მიზანია აღარ ვიყოთ მშრალნი, ნელთბილნი და უსიყვარულონი! " ხოლო მე შეგაგონებთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით (კორ. I, 1,10) ჩვენი ვალია გვიყვარდეს, რადგან ქრისტეს სურს ამ ქვეყნის ბრძენთა და ფარისეველთ, სწორედ ჩვენი უანგარო ერთგულებით დასცინოს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
Aug 1 2007, 07:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მშვენიერი თემაა !
მე მახსენდება ყოველთვის მამა ლუკას სიტყვები პირველად რო შევხვდით დიდ დიღომში გიყვარდეთ ერთმანეთი და იმისთვის რო გიყვარდეთ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს უნდა იცოდეთ რა გტკივათ რა გაწუხებთ როგორ აზროვნებთ და რაზე ფიქრობთ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ზებედე |
Aug 2 2007, 06:53 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მშვენიერი თემაა ! მე მახსენდება ყოველთვის მამა ლუკას სიტყვები პირველად რო შევხვდით დიდ დიღომში გიყვარდეთ ერთმანეთი და იმისთვის რო გიყვარდეთ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს უნდა იცოდეთ რა გტკივათ რა გაწუხებთ როგორ აზროვნებთ და რაზე ფიქრობთ სავალდებულოა გვიყვარდეს ერთმანეთი? მე ყველა არ მიყვარს და რა ვქნა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
Aug 2 2007, 06:58 PM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
სავალდებულოა გვიყვარდეს ერთმანეთი? მე ყველა არ მიყვარს და რა ვქნა გულწრფელი კაცი ხარ . . . მართალი ხარ აბა მარიამი, მხევალი ნინო, ნათია რა შესაყვარებლები არიან ახლა სერიოზულად, უნდა ადგე და სიყვარული გამოიმუშავო, სიყვარულს სწავლა უნდა, ეგრე არაა, მეც ვსწავლობ აქ სიყვარულს . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი