გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Aug 2 2007, 07:31 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რეალურად რომ ვთქვათ არა მგონია ინსტრუმენტული მუსიკა უფრო მეტად "არა მართლმადიდებლური" იყოს, ვიდრე სკამები ან ქანდაკებები. მე უფრო მგონია, რომ ეს იყო აღმოსავლეთის ეკლესიის ტრადიცია. რომის ავტოკეფალურ ეკლესიაში, როდესაც ის პირველ ადგილზე იყო დიპტიქში და ჯერ კიდევ მრავალი საუკუნე აშორებდა განხეთქილებას, დაშვებული იყო ორგანიც, ქანდაკებებიც და სკამებიც. მგონი ინსტრუმენტული მუსიკის თანხლება არ უნდა იყოს დოგმატის დონემდე აყვანილი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არაა მიზანშეწონილი ალბათ მათი შემოღება მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი