მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
marine |
Aug 3 2007, 10:00 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1. და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა
/სულიერი მდელო/ 2. "რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." 3. "თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." ამბა ევაგრე 4. "იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." 5. "ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" 6. "რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." 7. "როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." 8. "მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" 9. "ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარი კი - არსად." წმიდა იოანე დამასკელი 10. "თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა." წმიდა ტიხონ ზადონელი 11. "თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." წმ.ტიხონ ზადონელი 12. "ვისაც თავის თავში ღმერთი ჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." 13. "შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". 14. "იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." 15. "ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" 16. "როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" ნეტარი ავგუსტინე 17. ”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი 18. შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას 19. ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი