პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
მხევალი ნინო |
Aug 1 2007, 03:26 PM
პოსტი
#181
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აჰა, თემა, რომელიც მგონი სჭირდება ჩვენს ფორუმს, თორემ მართლა ძალიან დავიღალე.
დაიწყეთ ეხლა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
Aug 3 2007, 01:13 PM
პოსტი
#182
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა ჯერ შეხედე ხოლმე თარიღებს, როდინდელ ინფორმაციებს დებ. რა მნიშვნელობა აქვს თარიღს, თუმცა არც ისე ძველია... თუმცა, ამ ჩამონათვალიდან ბევრი რამ არ გამოსწორებულა ფაქტია.... ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში 4. სტუდენტი არ უნდა გახდეს დევნის და გარიცხვის ობიექტი განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამო, რომლის პრაქტიკა სასულიერო სასწავლებლებში ფართოდ გამოიყენება. არადა საკითხი მხოლოდ პროფესიონალურ პედაგოგიურ მიდგომას საჭიროებს და არა გარიცხვას. 5. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკადრო პოლიტიკას მთლიანად ეკლესიაში და პრიორიტეტულად უნდა იქცეს განათლება და ღირსება. ეკლესია საუკეთესოთა შორის საუკეთესოების მოზიდვას უნდა ცდილობდეს და არ უნდა იქცეს ქურდული მენტალობის ადამიანების თავშესაფარად. 6. ავტორიტარული სენის აღმოფხვრა სასულიერო პირთა შორის. მრევლთან ურთიერთობისა და ზოგადად ეკლესიის მართვის ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების შედეგიც არის (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება). ამგვარი დამოკიდებულებები კი მრევლის დემორალიზაციას იწვევს და ადამიანების რელიგიით ზომბირებას უწყობს ხელს. 7. კორუფციის აღმოფხვრა და კანცელარიის ”ვირთხების” მხილება. ეკლესიის სახელით ბიზნესის წარმოება და გადასახადების თავიდან აცილება, აღურიცხავი შემოსავლების არსებობა, რომლის გაყოფა-განაწილება სასულიერო პირთა შორის დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება. 8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას. 9. სამისიონერო საქმიანობა ფაქტიურად ჩამკვდარია და აუცილებელია ამ საქმიანობისათვის სპეციალური ლექციების ჩატარება სასულიერო სასწავლებლებში. 10. ნაციონალიზმისა და ურაპატრიოტიზმის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიისა და ფაშიზმის დამკვიდრებას იწვევს. სასულიერო პირები ამ პრექტიკას ხშირად მიმართავენ, რაც, ვფიქრობ, უბრალოდ დამღუპველია. 11. ამბიონებიდან ხშირად ისმის ფსევდო ქრისტიანული, მითოლოგიური და ყურით მოთრეული ”ქრისტიანობის” პროპაგანდა, რომელსაც ქრისტეს სწავლებასთან ხშირად საერთო არაფერი აქვს. 12. აუცილებელია აღდგეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი და კავშირები. ღვთის სიტყვის დამოწმება აუცილებელია ყველგან და ყოველთვის. 15. დღემდე არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. ეს განყოფილება საზოგადოებას ნებისმიერ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მიაწვდის ეკლესიის თვალსაზრისს. ეს არის მცირედი ჩამონათვალი არსებული პრობლემებისა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გონივრულ მიდგომას და მართებული გადაწყვეტილებების გატარებას. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 11:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი