IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით
მხევალი ნინო
პოსტი Aug 1 2007, 03:26 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აჰა, თემა, რომელიც მგონი სჭირდება ჩვენს ფორუმს, თორემ მართლა ძალიან დავიღალე.



დაიწყეთ ეხლა.



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზებედე
პოსტი Aug 3 2007, 05:02 AM
პოსტი #22


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ძალიან სამწუხარო ინფორმაციები წავიკითხე....

გარკვეული მიზეზების გამო ამ ინფორმაციებს აქ არ გამოვაქვეყნებ, თუმცა ლინკებს დავდებ და ნახეთ....

სკანდალი დასავლეთ ევროპის ეპარქიაში

"განათლებულ და მოაზროვნე მღვდელმსახურებს საპატრიარქოში არ სწყალობენ"


ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში


თვალი რომ გადავავლოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უახლოეს მოვლენებს, დავინახავთ საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებას, აღმშენებლობას, წარმატებებს საერთაშორისო დონეზე, ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას და სხვა პოზიტივს. ამის ფონზე სამწუხაროდ აღმოცენდა და დღესდღეობით ყვავის მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები. კონკრეტულად: ქსნოფობია, ფანატიზმი, ფუნდამენტალიზმი, უკიდურესი კონსერვატიზმი, ავტორიტარიზმი და სხვა უამრავი ნეგატივი.


რა მაძლევს ამის საფუძველს ვილაპარაკო ასეთ სათუთ და მეტად მტკივნეულ საკითხებზე, 1993-1997წწ. ვცხოვრობდი გელათის, ვარძიის და დავით გარეჯის სავანეებში. 1997 წ. საყოველთაოდ ცნობილი მაისის მოვლენების შემდეგ დავტოვე სავანე და ჩავაბარე ქუთაისის წმ. გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულიერო სემინარიაში. პირველი კურსის დახურვის შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო სემინარიაში. დამთავრების შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე და სადაც დღესაც ვსწავლობ მეოთხე კურსზე. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 20-დე საეკლესიო მოძღვარი მყავდა. აღნიშნულთაგან ერთი ორი თუ დამამახსოვრდა როგორც ღირსეული, ერუდირებული და ნამდვილი საეკლესიო მასწავლებელი, რომელიც პასუხობდა ნებისმიერ თანამედროვე პრობლემატურ კითხვებს. დანარჩენებმა კი თავიანთი სიგონჯით, გაუნათლებლობით და ქურდული მენტალობით უფრო დამამახსოვრეს თავი ვიდრე ქრისტიანობას მაზიარეს.


ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ არა ერთმა მღვდელმა და მაღალმა იერარქმა აღიმაღლა ხმა და წერილობითაც მიმართა პატრიარქს და სინოდის წევრებს. პრობლემები საინფორმაციო საშუალებებითაც გააჟღერეს. პერმანენტულად მიმართავდნენ საეკლესიო ორგანოებს, მაგრამ უშედეგოდ. ”ხმა დარჩა მხოლოდ მღაღადებლად უდაბნოსა შინა”. საპატრიარქოს სტრუქტურებში მეტისმეტად ”იდეალური” გარემოებაა შექმნილი. ვინც ხმამაღლა საუბრობს ეკლესიაში არსებული პრობლემების შესახებ და აკრიტიკებს მათ, ასეთ ადამიანებს მიიჩნევენ ეკლესიის მტრებად და მოღალატეებად. არა ერთი სასულიერო პირი პირდაპირ შეეჩეხა საპატრიარქოს დამსჯელ მანქანას. ზოგიერთი მათგანი დაყენებულია ან პერიფერიებშია გადასროლილი, რომ მათ არ დაურღვიონ მყუდროება სავარძლებზე რბილად მოკალათებულ სადამსჯელო იერარქიული სტრუქტურის პატივდებულ წარმომადგენლებს. ვის არ აწყობს ეკლესიაში არსებული პრობლემებზე საუბარი და საჯაროობა? დასკვნა მარტივია – იმათ, ვინც შავ ბნელ საქმიანობას ეწევა ეკლესიის წიაღში. ”სიბნელე სინათლეს ვერ ეგუება”.


ახლა კი ჩამოვთვლი ჩემი თვალით დანახულ პრობლემებს, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას და გადაჭრის გზების ძიებას.

1. სასულიერო სასწავლებლებში აუცილებელია პროფესიონალი პროფესორ- მასწავლებლების შერჩევა.

2. საულიერო სასწავლებლებში აუცილებელია სასტიპენდიო სისტემაზე გადასვლა, რომ სტუდენტებმა სტუდენტებად იგრძნონ თავი და არ იყვნენ დაკავებული საპატრიარქოს სარდაფებში პურის ცხობითა და სხვა საქმიანობით.

3. გადაიჭრას პანსიონში მცხოვრებ სტუდენტთა დაპურების საკითხი, დღეს ისინი ამ წყალობას მოკლებულნი არიან გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ პრობლემას სულ რამდენიმე ათასი ლარი გადაჭრის.


4. სტუდენტი არ უნდა გახდეს დევნის და გარიცხვის ობიექტი განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამო, რომლის პრაქტიკა სასულიერო სასწავლებლებში ფართოდ გამოიყენება. არადა საკითხი მხოლოდ პროფესიონალურ პედაგოგიურ მიდგომას საჭიროებს და არა გარიცხვას.

5. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკადრო პოლიტიკას მთლიანად ეკლესიაში და პრიორიტეტულად უნდა იქცეს განათლება და ღირსება. ეკლესია საუკეთესოთა შორის საუკეთესოების მოზიდვას უნდა ცდილობდეს და არ უნდა იქცეს ქურდული მენტალობის ადამიანების თავშესაფარად.

6. ავტორიტარული სენის აღმოფხვრა სასულიერო პირთა შორის. მრევლთან ურთიერთობისა და ზოგადად ეკლესიის მართვის ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების შედეგიც არის (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება). ამგვარი დამოკიდებულებები კი მრევლის დემორალიზაციას იწვევს და ადამიანების რელიგიით ზომბირებას უწყობს ხელს.

7. კორუფციის აღმოფხვრა და კანცელარიის ”ვირთხების” მხილება. ეკლესიის სახელით ბიზნესის წარმოება და გადასახადების თავიდან აცილება, აღურიცხავი შემოსავლების არსებობა, რომლის გაყოფა-განაწილება სასულიერო პირთა შორის დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.

8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას.

9. სამისიონერო საქმიანობა ფაქტიურად ჩამკვდარია და აუცილებელია ამ საქმიანობისათვის სპეციალური ლექციების ჩატარება სასულიერო სასწავლებლებში.

10. ნაციონალიზმისა და ურაპატრიოტიზმის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიისა და ფაშიზმის დამკვიდრებას იწვევს. სასულიერო პირები ამ პრექტიკას ხშირად მიმართავენ, რაც, ვფიქრობ, უბრალოდ დამღუპველია.

11. ამბიონებიდან ხშირად ისმის ფსევდო ქრისტიანული, მითოლოგიური და ყურით მოთრეული ”ქრისტიანობის” პროპაგანდა, რომელსაც ქრისტეს სწავლებასთან ხშირად საერთო არაფერი აქვს.

12. აუცილებელია აღდგეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი და კავშირები. ღვთის სიტყვის დამოწმება აუცილებელია ყველგან და ყოველთვის.

13. უნდა აღდგეს ისტორიულად არსებული საეკლესიო სასამართლო. ამისათვის კი საჭიროა კადრების მოძიება, მაგრამ უმოქმედობაც გაუმართებულია.

14. აუცილებლობას წარმოადგენს წმ. სინოდის სამდივნოს შექმნა. ეს სამდივნო ორგანიზებას გაუწევს სინოდში მიმდინარე სხდომებს და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტებს.

15. დღემდე არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.


ეს განყოფილება საზოგადოებას ნებისმიერ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მიაწვდის ეკლესიის თვალსაზრისს.

ეს არის მცირედი ჩამონათვალი არსებული პრობლემებისა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გონივრულ მიდგომას და მართებული გადაწყვეტილებების გატარებას.


100 მილიონიანი ტაძრების მშენებლობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ვერ გააბრწყინებს. როცა მაცხოვარი ქადაგებდა ადამიანების სულში ღვთის საყდარს და საუფლოს აშენებდა და არა მარადიულად ამაყ პირამიდებს, რომელიც ეგვიპტელებში შიშსა და სიკვდილიანობასთან ასოცირდებოდა.


ხოლო თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ჩვენ უახლოეს ხანებში მომსწრე გავხდებით არა ქრისტიანობის აღორძინების, არამედ დექრისტიანიზაციის. მერე კი ქირურგიული ჩარევაც ვერ უშველის საქმეს...

გელა ჟვანია
თბილისის სასულიერო აკადემიის
მეოთხე კურსელი

19.11.06.წ.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Aug 3 2007, 01:30 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



[quote name='ზებედე' date='Aug 3 2007, 05:02 AM' post='144787']
ძალიან სამწუხარო ინფორმაციები წავიკითხე....

გარკვეული მიზეზების გამო ამ ინფორმაციებს აქ არ გამოვაქვეყნებ, თუმცა ლინკებს დავდებ და ნახეთ....




მაპატიეთ, მაგრამ ეს ლინკები და აქ გამოქვეყნებული წერილები შეიცავს ძალიან მტრულ განწყობას ეკლესიის მიმართ.
არა მგონია მათი ავტორები ეკლესიის მოკეთეები იყვნენ.
რამაც ძალიან გამანცვიფრა ის არის, წერილის ავტორი ჟვანია რომ წერს, რომ თურმე ხელოსანი ან მძღოლი რომ მღვდელი გახდეს, კარგი არ ყოფილა.
მეთევზეებზე რა აზრის ხართ? მოციქულები მეთევზეები იყვნენ და კალათების დაწვნით ირჩენდნენ თავს. მერე????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მხევალი ნინო   პრობლემები ეკლესიაში   Aug 1 2007, 03:26 PM
გიორგი   დაიწყეთ ეხლა. საყვ...   Aug 1 2007, 03:27 PM
ninore   აჰა, თემა, რომელიც ...   Aug 1 2007, 03:42 PM
თამარი_ცქნაფო   ნინ, არ გეწყინოს, მა...   Aug 1 2007, 03:45 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი დამეთა...   Aug 1 2007, 03:49 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო ეს ...   Aug 1 2007, 03:49 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი რავა გ...   Aug 1 2007, 03:52 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი რავა გ...   Aug 1 2007, 03:55 PM
თამარი_ცქნაფო   საყვირი არა, სტვირ...   Aug 1 2007, 03:58 PM
კანუდოსელი   საზანდარი, შვილო, ს...   Aug 1 2007, 03:58 PM
თამარი_ცქნაფო   ეუფ...წადი რაა...გადი...   Aug 1 2007, 04:00 PM
მარიტა   მე საერთოდ ვერიდებ...   Aug 1 2007, 03:55 PM
კანუდოსელი   და ის ფაქტები არ გა...   Aug 1 2007, 03:57 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი არა, ე...   Aug 1 2007, 03:59 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი არა, ე...   Aug 1 2007, 04:02 PM
მარიამი   ვახ, ახალი "გავუზ...   Aug 1 2007, 04:06 PM
ნათია   არ დაიღალეთ?   Aug 1 2007, 04:29 PM
კანუდოსელი   არ დაიღალეთ? რას ა...   Aug 1 2007, 04:30 PM
ninore   არ დაიღალეთ? აუ მე...   Aug 1 2007, 06:23 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ხო, გა...   Aug 1 2007, 04:37 PM
მხევალი ნინო   გუჯა მოვიწვიე, მაგ...   Aug 1 2007, 06:15 PM
ზებედე   მოვედი, მაგრამ მე გ...   Aug 1 2007, 06:21 PM
მხევალი ნინო   ზებედე ჩვენ არაფ...   Aug 1 2007, 06:27 PM
ზებედე   ზებედე ჩვენ არაფე...   Aug 1 2007, 06:32 PM
მნათე   დააავიღალე... ჩვენ ...   Aug 1 2007, 06:33 PM
მხევალი ნინო   მნათე აბა რა ვქნა...   Aug 1 2007, 06:35 PM
მნათე   რა გითხრა, ფორუმის...   Aug 1 2007, 06:41 PM
Sotiris   ჩვენი მიზანი ფორუ...   Aug 1 2007, 07:01 PM
მხევალი ნინო   არ ვიცი, როგორც გინ...   Aug 1 2007, 06:55 PM
მნათე   :მპუა: მართალი ხარ,...   Aug 1 2007, 06:58 PM
მნათე   'საპატრიარქოს უწ...   Aug 1 2007, 07:04 PM
zviadauri   ჩემი აზრით ეკლესიი...   Aug 1 2007, 11:29 PM
ზებედე   ქართველი მართმად...   Aug 1 2007, 11:32 PM
zviadauri   უკაცრავად....ეს ვერ ...   Aug 1 2007, 11:44 PM
tamri   chemi azrit kargi temaa,ravi me ese vpikrob,sheizl...   Aug 2 2007, 01:36 AM
ზებედე   chemi azrit kargi temaa,ravi me ese vpikrob,sheiz...   Aug 2 2007, 01:43 AM
tamri   gmadlobt dalocvisatvis,imedia gadavdgam am nabijs....   Aug 2 2007, 01:47 AM
ზებედე   gmadlobt dalocvisatvis,imedia gadavdgam am nabijs...   Aug 2 2007, 01:53 AM
tamri   tsavikitxe da dzan mometsona,gmadlobt gulisxmiereb...   Aug 2 2007, 11:58 PM
ზებედე   ძალიან სამწუხარო ი...   Aug 3 2007, 05:02 AM
Eliko   [quote name='ზებედე' date=...   Aug 3 2007, 01:30 PM
Eliko   ძალიან სამწუხარო ...   Aug 3 2007, 11:15 PM
athos   გუჯა ჯერ შეხედე ხო...   Aug 3 2007, 10:35 AM
თამარი_ცქნაფო   გუჯა ჯერ შეხედე ხო...   Aug 3 2007, 11:45 AM
თემო   kvelas, kvelas , kvelas:) erti txovna maqvs kvela ...   Aug 3 2007, 12:17 PM
athos   გუჯას რადიკალიზმ...   Aug 3 2007, 12:21 PM
თამარი_ცქნაფო   გუჯას რადიკალიზმი...   Aug 3 2007, 12:23 PM
tamri   raxc tsavikitxe sashinelebaa,ara mgonia rom es sim...   Aug 3 2007, 12:32 PM
ubralod gio   ზოგ ზოგიერთების გა...   Aug 3 2007, 12:47 PM
ზებედე   გუჯა ჯერ შეხედე ხო...   Aug 3 2007, 01:13 PM
ubralod gio   ზებედე ეკლესიაში ა...   Aug 3 2007, 01:34 PM
athos   გუჯა, ზოგჯერ არასწ...   Aug 3 2007, 02:11 PM
ზებედე   ისე შენ როგორ გესა...   Aug 3 2007, 02:40 PM
Eliko   არ უნდა იარონ გაბუ...   Aug 3 2007, 03:37 PM
ზებედე   ერთი გაბრიელ ბერი...   Aug 3 2007, 03:42 PM
Eliko   მამა გაბრიელი სალ...   Aug 3 2007, 04:29 PM
Eliko   ზებედე რა შედარება...   Aug 3 2007, 03:45 PM
ზებედე   იქნებ გამარკვიოთ ...   Aug 3 2007, 03:55 PM
di_onise   მგონი ეს თემა უადგ...   Aug 3 2007, 02:32 PM
სანდრო38   მგონი ეს თემა უადგ...   Aug 3 2007, 04:48 PM
ზებედე   მრევლს არა აქვს უფ...   Aug 3 2007, 04:49 PM
athos   ჩემო კარგო, სად და...   Aug 3 2007, 02:53 PM
სანდრო38   რადიო საპატრიარქო...   Aug 3 2007, 03:20 PM
ზებედე   ვერ გავიგე იცი რა? ...   Aug 3 2007, 04:45 PM
Eliko   ვერ გავიგე იცი რა? ...   Aug 3 2007, 05:04 PM
ზებედე   [ევროპელ მართლმად...   Aug 3 2007, 05:38 PM
Eliko   თქვენ რა არ მოგწონ...   Aug 3 2007, 06:28 PM
ზებედე   მე რა არ მომწონს ამ...   Aug 3 2007, 09:21 PM
Eliko   ამ პოსტიდან, კარელ...   Aug 3 2007, 10:17 PM
ზებედე   იქნებ მიზეზი გეკი...   Aug 3 2007, 10:25 PM
Eliko   იქნებ მიზეზი გეკი...   Aug 3 2007, 10:39 PM
ზებედე   და მაინც, რა საერთო...   Aug 3 2007, 10:42 PM
Eliko   ეს საკითხი მე გარკ...   Aug 3 2007, 10:46 PM
ზებედე   კაი, მაშინ, რადგან ...   Aug 3 2007, 10:53 PM
მხევალი ნინო   არ მინდა ვინმეს შე...   Aug 3 2007, 04:51 PM
ketino   აბა მოვიდა, მოვიდა ...   Aug 3 2007, 05:04 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯა, გეყო...   Aug 3 2007, 06:33 PM
მარიამი   მღვდლები რამდენჯე...   Aug 3 2007, 06:38 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯა, თუ ამ...   Aug 3 2007, 06:56 PM
სანდრო38   ზებედე გუჯა, თუ ამჩ...   Aug 3 2007, 07:44 PM
ზებედე   ანუ არ უნდა წაიკით...   Aug 3 2007, 09:32 PM
თამარი_ცქნაფო   ვთქვათ და სინოდის ...   Aug 3 2007, 10:46 PM
Tatarashvili   ეს შენი განსასჯელ...   Aug 3 2007, 07:01 PM
მარიამი   მაატიეთ, მაგრამ ამ ...   Aug 3 2007, 08:12 PM
სანდრო38   მაატიეთ, მაგრამ ამ ...   Aug 3 2007, 08:25 PM
alilo   ძმებო და დებო დიიდ...   Aug 3 2007, 08:21 PM
მარიამი   ძმებო და დებო დიიდ...   Aug 3 2007, 08:31 PM
სანდრო38   რას ამბობ, მღვდელმ...   Aug 3 2007, 09:17 PM
მარიამი   გასაგებია თქვენი ...   Aug 3 2007, 09:19 PM
Eliko   ძმებო და დებო დიიდ...   Aug 3 2007, 08:59 PM
alilo   მართალი ხარ მარიამ   Aug 3 2007, 08:33 PM
თამარი_ცქნაფო   გუჯა სვამს კითხვებ...   Aug 3 2007, 10:48 PM
di_onise   თამარი_ცქნაფო ასე...   Aug 3 2007, 10:50 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო ასე...   Aug 3 2007, 10:51 PM
თამარი_ცქნაფო   ზებედე გაფიცებ, ერ...   Aug 3 2007, 10:57 PM
თამარი_ცქნაფო   Eliko არა, არა ხალხნო, ე...   Aug 3 2007, 11:23 PM
kisish   Eliko არა, არა ხალხნო, ...   Aug 3 2007, 11:29 PM
ზებედე   მაგ საიტზე მართლმ...   Aug 3 2007, 11:36 PM
თამარი_ცქნაფო   ზებედე მე პრინციპუ...   Aug 3 2007, 11:37 PM
ზებედე   აღსარებასთან დაკა...   Aug 4 2007, 12:52 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 02:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი