პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
მხევალი ნინო |
Aug 1 2007, 03:26 PM
პოსტი
#21
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აჰა, თემა, რომელიც მგონი სჭირდება ჩვენს ფორუმს, თორემ მართლა ძალიან დავიღალე.
დაიწყეთ ეხლა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
athos |
Aug 3 2007, 02:11 PM
პოსტი
#22
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
გუჯა, ზოგჯერ არასწორად უდგები ხოლმე საკითხებს. თემა ეკლესიაში არსებულ პრობლემებზეა და უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე ზოგადად. შენ მიერ დადებულ პირველ ლინკზე დასავლეთ ევროპის ეპარქიის შესახებ კი, პრობლემები კი არა ბრალდებებია, თან ყოვლად უაპელაციო ტონით, ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქებული. მართალი რომ გითხრა მაგ სტატიის წაკითხვის მერე ყოველგვარი სურვილი გამიქრა ჩამოთვლილ პრობლემებზე (რომელთაგან ბევრი საკმაოდ უსაფუძვლოა) საუბრის
ისე შენ როგორ გესახება მათი გადაწყვეტა? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ზებედე |
Aug 3 2007, 02:40 PM
პოსტი
#23
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ისე შენ როგორ გესახება მათი გადაწყვეტა? განსაკუთრებით ამისი 8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას. არ უნდა იარონ გაბურძგნულებმა, უნდა მიხედონ წვერს და თმას. არ უნდა ასდიოდეს მღვდელს ხახვის და იღლიის სუნი, არ უნდა ეცვათ გამოხუნებული კაბები და უნდა გამოიყურებოდნენ ყოველთვის სუფთად. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვას ჩააგდებენ განკითხვის ცოდვაში მგონი ეს თემა უადგილოა. არც ჩემი, არც ზებედესი, არც ათოსის და არცერთი ჩვენგანის საქმე არაა ეკლესიის პრობლემები. გავიმეორებ კანუდოსას სიტყვებს-როდის აიკრძალა ეკლესიის მრევლისთვის ეკლესიის პრობლემებზე საუბარი? ციტატა Eliko რამაც ძალიან გამანცვიფრა ის არის, წერილის ავტორი ჟვანია რომ წერს, რომ თურმე ხელოსანი ან მძღოლი რომ მღვდელი გახდეს, კარგი არ ყოფილა. მეთევზეებზე რა აზრის ხართ? მოციქულები მეთევზეები იყვნენ და კალათების დაწვნით ირჩენდნენ თავს. მერე???? რა შედარებას აკეთებთ- მეთევზე მოციქულებზე და ხელოსან ჯემალიზე ან მძღოლ შალიკოზე, რომლებიც მღვდლები გახდნენ, რატომღაც.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Eliko |
Aug 3 2007, 03:45 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
ზებედე
რა შედარებას აკეთებთ- მეთევზე მოციქულებზე და ხელოსან ჯემალიზე ან მძღოლ შალიკოზე, რომლებიც მღვდლები გახდნენ, რატომღაც... იქნებ გამარკვიოთ რა განსხვავებაა მეთევზესა და ხელოსანს ან მძღოლს შორის? ან შალიკო, გუშინ რომ შალიკო იყო, რატომ არ შეიძლება ხვალ მღვდელი გახდეს და საერთოდ, რა თქვენი კომპეტენციაა ვინ მღვდელი გახდება და ვინ ბერი? სავლე პავლე გახდა და კვიპრიანე კართაგენელი ჯადოქარი იყო. თუ დღეს აღარ ხდება სასწაულები , რაიმე შეიცვალა მადლში "სი-ვი" უნდა მოთხოვოთ ადამიანს იმისათვის, რომ მონანიება მიიღოთ? |
ზებედე |
Aug 3 2007, 03:55 PM
პოსტი
#25
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
იქნებ გამარკვიოთ რა განსხვავებაა მეთევზესა და ხელოსანს ან მძღოლს შორის? შენ განსხვავებას ვერ ხედავ მეთევზე-მოციქულ პეტრესა, და ყოფილ "სტაიანჩიკ" კუკურის-ეხლა უკვე მამა ნიკოლოზს შორის? რომელსაც არ დაუმთავრებია სასულიერო სემინარია, არც აკადემია, იყო სტიქაროსანი სიბერეში და ეხლა აკურთხეს მღვდლად, რომ დავინახე სამღვდელო კაბაში გაოცებული ვიყავი უბრალოდ......ეხლა არ თქვა არც მოციქულ პეტრეს დაუმთავრებია აკადემია-სემინარიაო, გაიხსენე ვისი მოწაფე იყო, და ვის ქადაგებებს უსმენდა საკუთარი ყურით და გულით, და პირადად ვისგან მიიღო კურთხევა დამწყემსე ცხოვარნი ჩემნიო ან შალიკო, გუშინ რომ შალიკო იყო, რატომ არ შეიძლება ხვალ მღვდელი გახდეს და საერთოდ, რა თქვენი კომპეტენციაა ვინ მღვდელი გახდება და ვინ ბერი? სხვაა ბერობა, და სხვაა მღვდლობა-მოძღვრობა... თუ დღეს აღარ ხდება სასწაულები , რაიმე შეიცვალა მადლში როგორ არ ხდება სასწაულები-მანქანის ხელოსნები მოძღვრები ხდებიან -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 10:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი