პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პრობლემები ეკლესიაში, ვისაუბროთ სიყვარულით და არა... სიხარულით |
მხევალი ნინო |
Aug 1 2007, 03:26 PM
პოსტი
#21
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
აჰა, თემა, რომელიც მგონი სჭირდება ჩვენს ფორუმს, თორემ მართლა ძალიან დავიღალე.
დაიწყეთ ეხლა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
Aug 3 2007, 04:45 PM
პოსტი
#22
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ციტატა რა ვერ გაიგე. ძალიან კარგადაც გაიგე. მთავარია მღვდლის ფუნქცია შეასრულოს და სულის გადარჩენაში დაგეხმაროს. რა ტანსაცმელი და პროფესიები აგიტყდა. თუ არ მოგწონს როგორც მოძღვარი, ვინც მოგწონს, ის აირჩიე. სხვას რატომ აბრკოლებ? შენი პროფესიის და წარსულის კმაყოფილი ხომ ხარ, რაც მთავარია. ვერ გავიგე იცი რა? ყოფილი სტაიანჩიკი და მოხელე მოძღვარი რომ ხდება...მღვდელმოქმედება აღასრულოს, ისწავლოს საიდუმლოებების აღსრულება და ასრულოს, ხოლო მოძღვრობა მრევლისა..... ციტატა სხვაგან რაც ხდება, იმასთან შედარებით სამოთხეა. ასე რომ, მოვეშვათ მღვდლების განკითხვას, მითუმეტეს, რომ დიდი ცოდვაა სასულიერო პირის განკითხვა. ერთი მითხარი, რა ხდება სხვაგან ასეთი? თანაც წინა პოსტში ერეტიკოსები უწოდე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე შეგნებულად, ეხლა დამაინტერესა.... ციტატა ჰოდა, რამდენი იყო მაშინაც, რომ განიკითხავდა, -როგორ დადისო. სალოსი რომ იყო, ამას შემდეგ მიხვდნენ. ანუ მერე მივხვდებით რამდენი სალოსი გვყოლია გახუნებულ-გაბურძგნული მღვდლების სახით? ციტატა პრობლემა არის განკითხვა, თქვენ სულ გასუფთავებულ- მოწესრუგებული დადიხართ? ლაქები არსად არ გაქვთ? კი, ჩემი აზრებიც პრობლემაა ეკლესიაში რომ კითხო ფორუმელებს ციტატა სად და ევროპაში, კერძოდ დასავლეთ ევროპაში, მწვალებლურ ეკლესიებში, სადაც სულ დაკარგულია სულიერება. წადი ცოტა ხანი და ნახავ, რა ხდება. ვინ იცის, სულ თავპირისმტრევით გამოიქცე უკან და იმ შენს დაწუნებულ თმამოუვლელ მღვდლებს სულ მუხლები უკოცნო :-) ვერ გავიგე, დასავლეთის ეკლესიებში კათოლიკურს გულისხმობ თუ ევროპელ მართლმადიდებლებს? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Eliko |
Aug 3 2007, 05:04 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
ვერ გავიგე იცი რა? ყოფილი სტაიანჩიკი და მოხელე მოძღვარი რომ ხდება...მღვდელმოქმედება აღასრულოს, ისწავლოს საიდუმლოებების აღსრულება და ასრულოს, ხოლო მოძღვრობა მრევლისა..... მოძღვრის არჩევა ძალიან პირადულია და არავის საქმე არ არის. ასეთი საუბრით თავს იმძიმებთ და სხვებსაც აბრკოლებთ. ...და თუ მომწონს ის ყოფილი სტაიანშიკი, როგორც მოძღვარი, ვისი რა საქმეა? მითუმეტეს, თუ მეც ყოფილი სტაიანშიკი ვარ:-) ? საერთოდ რა წესია ეკლესიაში მოსული ადამიანების დაყოფა პროფესიებად? ვინ გითხრა რომ მძღოლი, დამლაგებელი, ოფიციანტი და თუნდაც გლახაკი და მათხოვარი ნაკლები ადამიანია, ვიდრე მინისტრი, პრეზიდენტი ან ექიმი? ეს რა სნობიზმია? ერთი მითხარი, რა ხდება სხვაგან ასეთი? თანაც წინა პოსტში ერეტიკოსები უწოდე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე შეგნებულად, ეხლა დამაინტერესა.... "ერთი მითხარი" და ესე საუბარი არ გვინდა. რომ არ იცი, იმიტომაც განიკითხავ. ვინ იცის, რომ იცოდე და ნახო, სულ თავპირისმტვრევით გამოიქცე უკან და ჩვენს გაბურძგულ მღვდლებს სულ მუხლები უკოცნო. ანუ მერე მივხვდებით რამდენი სალოსი გვყოლია გახუნებულ-გაბურძგნული მღვდლების სახით? კი, ჩემი აზრებიც პრობლემაა ეკლესიაში რომ კითხო ფორუმელებს ვერ გავიგე, დასავლეთის ეკლესიებში კათოლიკურს გულისხმობ თუ ევროპელ მართლმადიდებლებს? კათოლიკურსაც, პროტესტანტულსაც და ევროპელ მართლმადიდებლებსაც(ყველა არა რა თქმა უნდა) |
ზებედე |
Aug 3 2007, 05:38 PM
პოსტი
#24
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
[ევროპელ მართლმადიდებლებსაც(ყველა არა რა თქმა უნდა)[/color] თქვენ რა არ მოგწონთ ევროპელ მართლმადიდებლებში? ისინიც მწვალებლები არიან თქვენი აზრით? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Eliko |
Aug 3 2007, 06:28 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 |
თქვენ რა არ მოგწონთ ევროპელ მართლმადიდებლებში? ისინიც მწვალებლები არიან თქვენი აზრით? მე რა არ მომწონს ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თქვენ რა მოგწონთ. პ.ს. მაგალითად არ მომწონს ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას რომ ახალი წესით აღნიშნავს პროტესტანტებთან ერთად. თქვენ მოგწონთ? |
ზებედე |
Aug 3 2007, 09:21 PM
პოსტი
#26
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე რა არ მომწონს ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თქვენ რა მოგწონთ. პ.ს. მაგალითად არ მომწონს ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას რომ ახალი წესით აღნიშნავს პროტესტანტებთან ერთად. თქვენ მოგწონთ? ამ პოსტიდან, კარელინურ-სქიზმატური იდეები ჩანს, მერე რა, თუ რომელიმე მართლმადიდებლური ეკლესია ახალი სტილის კალენდრით აღნიშნავს მართლმადიდებლურ დღესასწაულებს? ნახე რას ამბობს მსოფლიო პატრიარქი საქართველოში ვიზიტის დროს, კალენდრის საკითხთან დაკავშირებით: მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი დღევანდელი ზილოტები კალენდრის საკითხს, დიაქრისტიანულ და რელიგიათშორის დიალოგებს, ე.წ. ეკუმენურ მოძრაობას ძირითად დოგმატურ საკითხთა რანგში განიხილავენ, ვინაიდან მცდარი დამოკიდებულება აქვთ როგორც ამ საკითხთა ზუსტი განზომილებების, ასევე შესაბამისი ქმედებების მიმართ. გამოაცალკევებენ ხოლმე მამათა ზოგიერთ გამონათქვამს და მათზე დაყრდნობით მცდარ მეცნიერულ საფუძვლებს აყალიბებენ. ასე, მაგალითად, კალენდრის საკითხი ცხოვნების საკითხთა რანგში აჰყავთ, თითოეული ადამიანის ცხოვნების კრიტერიუმად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ის მხოლოდ წესრიგის საკითხს განეკუთვნება. ამავე დროს, უგულებელყოფენ წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებას, რომ "არ არსებობს დრო ღმერთისათვის" და ასევე: "არცა დღეთა და არცა დროთ, და არცა წელიწადთ ვითვლით, არამედ ეკლესიას მივყვებით სიზუსტის დაცვით, სიყვარულსა და მშვიდობას ვამჯობინებთ ყველაფერს. და თუკი ეკლესიამ მაინც დაუშვა შეცდომა, ის არ იყო გამოწვეული დროის სიზუსტით, არამედ განხეთქილებითა და სქიზმით ჩადენილი დანაშაულის გამო. ამიტომაც ნურავინ მეტყვის სიტყვას დროის შესახებ, რამეთუ არ იქნება იგი ღმრთის მიერი" -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 11:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი