IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რწმენა რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას
ლილიანა
პოსტი Oct 28 2006, 12:20 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში "
როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ზებედე
პოსტი Oct 28 2006, 05:14 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



წერილი ღმერთს
შუაღამე იდგა.
საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.

მისმინე ღმერთო… არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.

არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.

და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…

თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?

მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.

სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.
„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.

მინაწერი:

ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
liliana   რწმენა რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას   Oct 28 2006, 12:20 AM
Georg   არქიმანდრიტი იოან...   Oct 28 2006, 12:28 AM
guja   წერილი ღმერთს შუა...   Oct 28 2006, 05:14 AM
Georg   არქიმანდრიტი იოან...   Oct 28 2006, 09:48 AM
liliana   Georg:დიდი მადლობა ნეტ...   Oct 28 2006, 10:08 AM
Georg   Georg:დიდი მადლობა ნე...   Oct 28 2006, 10:16 AM
Georg   უფალი ღმერთი ეუბნ...   Oct 28 2006, 11:16 PM
Georg   . . . . . . თქვენ იცით, რ...   Oct 29 2006, 08:49 AM
Georg   ადამიანის მოწოდებ...   Nov 5 2006, 03:44 AM
iako   ცემი აზრით რწმენა ...   Nov 5 2006, 04:35 PM
Georg   მერაბ კოსტავა იყა...   Nov 15 2006, 01:25 AM
G_I_O_R_G_I_   ადამიანს ყველაფერ...   Aug 30 2008, 01:34 PM
betaneli luka   წმინდა მამები და მ...   May 2 2009, 11:55 AM
Antichristian Phenomenom   ახლა მაქვს ერთი შე...   Sep 10 2009, 10:55 PM
გიორგი   Antichristian Phenomenom იმიტომ რ...   Sep 10 2009, 10:58 PM
Antichristian Phenomenom   გიორგი ბიბლია საკ...   Sep 10 2009, 10:59 PM
გიორგი   Antichristian Phenomenom გიორგი ბ...   Sep 10 2009, 11:03 PM
neo   ჩემი აზრით მკვდარი...   Sep 12 2009, 03:28 PM
ikaragua   მხევალი ნინო რატო...   Oct 17 2009, 08:03 PM
ნონა   და საერთოდაც, პირი...   Oct 17 2009, 09:22 PM
მხევალი ნინო   ikaragua ხო, მართლაც გას...   Oct 21 2009, 04:46 PM
Atman   მხევალი ნინო :blink: ...   Oct 21 2009, 05:27 PM
afxazi   Atman ცუდი პოსტი გამოგ...   Oct 21 2009, 05:36 PM
Atman   afxazi აქ რატომ გადმოი...   Oct 21 2009, 05:45 PM
Atman   ყველაზე მეტად განკ...   Oct 21 2009, 06:00 PM
მხევალი ნინო   Atman :blink: :blink: მოკლედ, ...   Oct 25 2009, 08:21 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 10:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი