![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ
"როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში " როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წინგში "აღსარების აგების გამოცდილება " ვკითხულობ "როგორ საშინლიც არ უნდა იყოს ამის აღიარება , მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა , რომელიც გამსჭვალავდა ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას . უფალო , მოგვიტევე შენს საშინელ სამჯავროზე ჩვენ , რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობაში და უკვდავებაში " როგორ გესმით ცოცხალი რწმენა ? liliana! ღირებული პასუხისათვის დასმულ კითხვაზე, ისევ ჩვენს ძვირფას ღვთისმეტყველს მივმართავ! ![]() ნეტარი ავგუსტინე (354-430 წ.წ.); აღსარებანი, წიგნი პირველი, II, 2. მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას, ღმერთსა და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას. მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, "რომელმაც შექმნა ცა და მიწა?"5 უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენს მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს6; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღად გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? "ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები"7. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, საერთოდ არ ვიქნებოდი, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; შენში, "ვისგანაცაა ყოველი, ვისი მეოხებითაცაა ყოველი, ვის არსშიცაა ყოველი"8. ჭეშმარიტად ასეა, უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ასე. სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხველ ჩემში? სად წავიდე, გინდ ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: "მე ვაფასებ ცასა და მიწას"9. +++ 5. დაბად. 1,1. 6. შდრ. ნეტარი ავგუსტინე, "შესაქმისათვის", 4,12,22: "შემოქმედისა და მძლეთა-მძლე ყოვლისმპყრობელის ძალმოსილება, აი, მიზეზი ყოველი ქმნილების არსებობისა". 7. იხ.ფსალმ. 138,8. 8. შდრ. რომ. XI, 36. 9. იერ. XXIII,24. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 09:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი