მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
Tamro |
Aug 3 2007, 03:43 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
,,ყველა წესსა და კანონზე უპირატესი, სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი! საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს,,
,,ქართველი ერი აღემატება ყველა ერს და ამიტომ მესიაც ამ ერში გაცხადდება!!! გჯეროდეთ და ელოდეთ!!...,, ,,ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და სიმდაბლით იცნეს,, ,,ნეტავ შეიცნოთ ღმერთი, ნეტავ გაუგოთ ღმერთს!,, ,,მე თქვენს სიყვარულს ღმერთს აუტან,, ,,...გაფრთხილდით, ბოლო ჟამია, ანტიქრისტე კარზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ კარებს ანჯღრევს, ლამის შემოამტვრიოს, ის ფარულად უკვე მოსულია, მაგრამ გახსოვდეთ, მე თქვენთან ვარ! მე კი არ ვკვდები, არამედ მივდივარ და მალე მოვალ; მე ჩემს საქაართველოს არასოდეს მივატოვებ!,, ,,სანამ ცა და დედამიწა ერთმანეთს უყურებენ ერთად ვიქნებით!,, ,,ქართული ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება!,, ეს მამა გაბრიელის სიტყვებია -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
სანდრო38 |
Aug 5 2007, 11:37 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,553 |
|
ზებედე |
Aug 6 2007, 12:14 AM
პოსტი
#4
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ანუ ეს სიტყვები მართლმადიდებლურ სწავლებასთან მოდის შესაბამისობაში? მე ვფიქრობ რომ ფილეტიზმის გამოვლინებაა.... მე მამა გაბრიელს ვაღიარებ როგორც დიდ მამას, მან ისეთი რამეები აკეთა ქრისტეს გულისთვის რომ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ....თუმცა, შეუცდომელი არავინ არის.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Aug 6 2007, 02:01 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მე ვფიქრობ რომ ფილეტიზმის გამოვლინებაა.... ისე იმ ციტატიდან ცხადი არაა სად, როდის და როგორ თქვა (ან საერთოდ თქვა კი?) მამა გაბრიელმა. ახლანდელ დროში მილიონი აპოკრიფული ამბავი ვრცელდება. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი