მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#81
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მართა |
Aug 6 2007, 03:36 AM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
როცა ბერმა იცის რომ ექვთიმე მთაწმინდელს ღვთისმშობელი ესაუბრა ქართულად და თვით დედა ღვთისამ გაუხსნა მას ენა რადგან მივიწყებული ჰქონდა ძნელია არ თქვას მასზე რაღაც მისტიური,კიდევ უფრო ადრე დედა ღვტისამ ისიც კი თქვა რომ ეს არის მაცხოვნებელი ენა ანუ ქართული ენა არის ცხონების ენა,ცხონება რაც არის ყველამ ვიცით!როდესაც ილარიონ ქართველმა მე-9 საუკუნეში (როცა ბევრი ერი საერთოდ არ არსებობდა)ულუმბოს მთაზე ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაატარა მონასტრის მამასახლისმა მათი გარეკვა ბრძანა იმავე ღამეს მას ღვთისმშობელი ეცხადება და და ეუბნება: ეს არის ჩემი საპატრონო ენა,ეს არის ცხონების ენა("და ცხონებად არიან მეტყველნი ამით ენითა") ჰოდა ეს რომ ბერმა იცის ეგ რომც თქვას რა გასაკვირია?
როცა ასურელ მამებს აგზავნის ღვთისმშობელი საქართველოში რწმენის გასაღრმავებლად და ისინი სულიწმინდის მადლით ქართულად ამეტყველდნენ ესეც არაფერია? პატრიარქის ქადაგებიდან მოვიყვან ციტატას: "ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება,ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა.ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები-მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო.ეს იქნება ალბად ჯილდო იმისთვის ,რომ საქართველო ,თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს" -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
Aug 6 2007, 03:41 AM
პოსტი
#83
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
როცა ბერმა იცის რომ ექვთიმე მთაწმინდელს ღვთისმშობელი ესაუბრა ქართულად და თვით დედა ღვთისამ გაუხსნა მას ენა რადგან მივიწყებული ჰქონდა ძნელია არ თქვას მასზე რაღაც მისტიური, ექვთიმე მთაწმინდელი ქართველი იყო, ღვთისმშობელი პორტუგალიურად არ დაელაპარაკებოდა. ციტატა კიდევ უფრო ადრე დედა ღვტისამ ისიც კი თქვა რომ ეს არის მაცხოვნებელი ენა ანუ ქართული ენა არის ცხონების ენა,ცხონება რაც არის ყველამ ვიცით! ეს იმას ნიშნავს რომ ქართულად ვინც ლაპარაკობს ცხონდება? მარა მაშინ ძველ ქართულად ლაპარაკობდნენ, და ესეიგი ჩვენ დაგვერხა ახალქართულზე ვინც ვლაპარაკობთ ციტატა როცა ასურელ მამებს აგზავნის ღვთისმშობელი საქართველოში რწმენის გასაღრმავებლად და ისინი სულიწმინდის მადლით ქართულად ამეტყველდნენ ესეც არაფერია? საქართველოში ესპანური ენა არ გამოადგებოდათ პატრიარქის ქადაგებიდან მოვიყვან ციტატას: "ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება,ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა.ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები-მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო.ეს იქნება ალბად ჯილდო იმისთვის ,რომ საქართველო ,თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს" მართალია ამ თემაში მამა გაბრიელზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე პირადად არ ვეთანხმები ამაში პატრიარქს. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი