მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მართა |
Aug 6 2007, 04:01 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ციტატა ეს იმას ნიშნავს რომ ქართულად ვინც ლაპარაკობს ცხონდება? მარა მაშინ ძველ ქართულად ლაპარაკობდნენ, და ესეიგი ჩვენ დაგვერხა ახალქართულზე ვინც ვლაპარაკობთ ყველაფრის აგდება და გამასხარავება არ გამიგია მე! ეს შენთვის დავწერე თორე მე ეს დიდი ხნის წინ წავიკითხე,დედა ღვთისაზე რაღას იტყვი არ ვეთანხმებიო ?მეტი რა არგუმენტი დაგიდო? ციტატა საქართველოში ესპანური ენა არ გამოადგებოდათ გმადლობ კიდევ კარგი შემახსენე რა გამოადგებოდათ და რა არა აქ ისაა ნიშანდობლივი რო დედა ღვთისამეს ჩვენი ერისთვის გააკეთა და რატო ნეტა? ციტატა მართალია ამ თემაში მამა გაბრიელზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე პირადად არ ვეთანხმები ამაში პატრიარქს. მამ გაბრიელიც იგივეს ამბობდა და მე კიდევ მოვიყვანე მაგალითი სხვა ადამიანის მიერ ნათქვამის და ვისაც გვჯერა გაგვატარე რა!შენ ნუ დაეთანხმები! ციტატა იმიტომ გაახსენა რომ ქართველი იყო, რომ ყოფილიყო სომეხი გაახსენებდა სომხურს მიდი ზებ და მოიყვანე მცირედ მსგავსი მაინც მაგალითად რომ გამოვიყენოთ! ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებას გადახედე წმინდანთა ცხოვრებაში და ნახავ რატო გაახსენა ღვთისმშობელმა მას მშობლიური ენა! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი