IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები, კომუნისტების მიერ რეპრესირებული ქართული ეკლესია
შოთა
პოსტი Oct 28 2006, 11:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ამ თემაში ვისაუბროთ იმ ეკლესიებსა და სასულიერო პირების ბედის წერაზე, რომლებიც ამ რეპრესის მსხვერპლი გახდენ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ზებედე
პოსტი Oct 29 2006, 12:07 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



IPB-ს სურათი
როდესაც მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. ეს 1965 წლის 1 მაისს მოხდა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას.

სამწუხაროდ, მამა გაბრიელის პირადი საქმე, რომელშიც მისი საპატიმროში ქმედება იქნებოდა ასახული, განადგურდა 1978 წლის 20 ოქტომბერს. დამადასტურებელი საბუთი გაცემულია თბილისის №5 საპყრობილის სპეცნაწილის მიერ 2001 წლის 14 მაისს.

დაკითხვისას მან განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.

ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ამონაწერი მისი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს.

„...დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზბეს, ხატებს“.

სრულიად ნათელია რა იყო საფუძველი ბნელი ჟამის ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან, ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი