ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Aug 18 2006, 12:49 PM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ერთხელ წმინდა ეკატერინემ მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.
ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა. "წმიდანთა ცხოვრება", თბილისი, 2001 -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი