![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ვისაუბროთ, რატომ არ შეიძლება მართლმადიდებლის ჯვრისწერა კათოლიკთან, გრიგორიანელთან, პროტესტანტთან? ისინიც ხომ არიან სამების სახელით მონათლულნი, ანუ ხომ არიან ქრისტიანები?
ძალიან ბევრი პრობლემებია ამასთან დაკავშირებით, ბევრი ქართველი ქალი ჯვარდაუწერელი რჩება უცხოელ არამართლმადიდებელ მეუღლესთან იმის გამო, რომ ეკლესია არ სწერს ჯვარს კათოლიკს და მართლმადიდებელს... როდიდან მოდის აკრძალვა იმაზე, რომ მართლმადიდებელმა არ დაიწეროს ჯვარი არამართლმადიდებელ ქრისტიანთან? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ციტატა უსვამენ კითხვას მამა გიორგის-ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის თანაცხოვრება ითვლება თუ არა მრუშობის ცოდვად? ეს მდგომარეობა აშკარად სიძვაა.თუ რომელიმე თქვენგანი ჯვარდაუწერელ ქორწინებაში იმყოფება,წრფელი ცრემლებით შეინანეთ,რამეთუ ეს არის სიძვა! რა ასაკისაც არ უნდა იყოთ,შესთხოვეთ უფალს განანათლოს თქვენი ქორწინება ეკლესიური საიდუმლოთი(ჯვრისწერით)ჯვრისწ ერით შეუღლებული ცოლ-ქმრის ურთიერთობას,საეკლესიო ტერმინოლოგიით,ქორწინების საიდუმლო ჰქვია,რაც გამოიხატება იმაში,რომ ისინი"ერთსისხლ და ერთხორცარიან" და თვით უფალია მათ შორის. საქმენი რასაც ისინი აღასრულებენ, ღვთის კურთხევით აღესრულება. ხო და თუ ეს "სიძვაა", რა უნდა ქნან საეკლესიო კანონების უცოდინარმა ცოლ-ქმარმა მართლმადიდებელმა და კათოლიკემ, როცა არც ერთი იცვლის სარწმუნოებას- უნდა გაეყარონ ერთმანეთს თუ გააგრძელონ "სიძვა"? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი