![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ვისაუბროთ, რატომ არ შეიძლება მართლმადიდებლის ჯვრისწერა კათოლიკთან, გრიგორიანელთან, პროტესტანტთან? ისინიც ხომ არიან სამების სახელით მონათლულნი, ანუ ხომ არიან ქრისტიანები?
ძალიან ბევრი პრობლემებია ამასთან დაკავშირებით, ბევრი ქართველი ქალი ჯვარდაუწერელი რჩება უცხოელ არამართლმადიდებელ მეუღლესთან იმის გამო, რომ ეკლესია არ სწერს ჯვარს კათოლიკს და მართლმადიდებელს... როდიდან მოდის აკრძალვა იმაზე, რომ მართლმადიდებელმა არ დაიწეროს ჯვარი არამართლმადიდებელ ქრისტიანთან? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არა მართლმადიდებელზე ქორწინების აკრძალვა არ წარმოადგენს მართლმადიდებლური დოგმატის ნაწილს. ის წესრიგდება ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი წინაპირობები, რომლის შემდეგაც კანონიკური სამართალი უშვებს გადახვევას, იშვება ე.წ. "იკონომია", რომლის მიხედვითაც ეკლესია, როგორც გამონაკლისს უშვებს არა მართლმადიდებელზე ქორწინებას. მაგალითად საბერძნეთში შესაძლებელია მართლმადიდებლის და არა მართლმადიდებლის ჯვრისწერა ორ შემთხვევაში:
1. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შემდგომში მოინათლება მართლმადიდებლურად ან 2. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შვილებს მონათლავს მართლმადიდებლურად თავისთავად მართლმადიდებელი ქრისტეანი უნდა მოერიდოს ისეთ ადამიანთან ოჯახის შექმნას, რომელთანაც ქრისტეში ერთობა არ ექნება, ამას არც მე ვურჩევდი პირადად ვინმეს, მაგრამ როგორც იშვიათი გამონაკლისი ეს დასაშვებია. საეკლესიო სამართალი მას გარკვეულ სიტუაციებში დასაშვებად მიიჩნევს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Eliko |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
არა მართლმადიდებელზე ქორწინების აკრძალვა არ წარმოადგენს მართლმადიდებლური დოგმატის ნაწილს. ის წესრიგდება ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი წინაპირობები, რომლის შემდეგაც კანონიკური სამართალი უშვებს გადახვევას, იშვება ე.წ. "იკონომია", რომლის მიხედვითაც ეკლესია, როგორც გამონაკლისს უშვებს არა მართლმადიდებელზე ქორწინებას. მაგალითად საბერძნეთში შესაძლებელია მართლმადიდებლის და არა მართლმადიდებლის ჯვრისწერა ორ შემთხვევაში: 1. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შემდგომში მოინათლება მართლმადიდებლურად ან 2. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შვილებს მონათლავს მართლმადიდებლურად თავისთავად მართლმადიდებელი ქრისტეანი უნდა მოერიდოს ისეთ ადამიანთან ოჯახის შექმნას, რომელთანაც ქრისტეში ერთობა არ ექნება, ამას არც მე ვურჩევდი პირადად ვინმეს, მაგრამ როგორც იშვიათი გამონაკლისი ეს დასაშვებია. საეკლესიო სამართალი მას გარკვეულ სიტუაციებში დასაშვებად მიიჩნევს. ქორწინება ნიშნავს ერთ სულ ერთ ხორცად გახდომას. განა მგელი და ცხვარი შეიძლება ერთ სულ ერთ ხორც იყვნენ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი