![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ვისაუბროთ, რატომ არ შეიძლება მართლმადიდებლის ჯვრისწერა კათოლიკთან, გრიგორიანელთან, პროტესტანტთან? ისინიც ხომ არიან სამების სახელით მონათლულნი, ანუ ხომ არიან ქრისტიანები?
ძალიან ბევრი პრობლემებია ამასთან დაკავშირებით, ბევრი ქართველი ქალი ჯვარდაუწერელი რჩება უცხოელ არამართლმადიდებელ მეუღლესთან იმის გამო, რომ ეკლესია არ სწერს ჯვარს კათოლიკს და მართლმადიდებელს... როდიდან მოდის აკრძალვა იმაზე, რომ მართლმადიდებელმა არ დაიწეროს ჯვარი არამართლმადიდებელ ქრისტიანთან? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არა მართლმადიდებელზე ქორწინების აკრძალვა არ წარმოადგენს მართლმადიდებლური დოგმატის ნაწილს. ის წესრიგდება ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი წინაპირობები, რომლის შემდეგაც კანონიკური სამართალი უშვებს გადახვევას, იშვება ე.წ. "იკონომია", რომლის მიხედვითაც ეკლესია, როგორც გამონაკლისს უშვებს არა მართლმადიდებელზე ქორწინებას. მაგალითად საბერძნეთში შესაძლებელია მართლმადიდებლის და არა მართლმადიდებლის ჯვრისწერა ორ შემთხვევაში:
1. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შემდგომში მოინათლება მართლმადიდებლურად ან 2. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შვილებს მონათლავს მართლმადიდებლურად თავისთავად მართლმადიდებელი ქრისტეანი უნდა მოერიდოს ისეთ ადამიანთან ოჯახის შექმნას, რომელთანაც ქრისტეში ერთობა არ ექნება, ამას არც მე ვურჩევდი პირადად ვინმეს, მაგრამ როგორც იშვიათი გამონაკლისი ეს დასაშვებია. საეკლესიო სამართალი მას გარკვეულ სიტუაციებში დასაშვებად მიიჩნევს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Eliko |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
არა მართლმადიდებელზე ქორწინების აკრძალვა არ წარმოადგენს მართლმადიდებლური დოგმატის ნაწილს. ის წესრიგდება ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილების საფუძველზე. არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი წინაპირობები, რომლის შემდეგაც კანონიკური სამართალი უშვებს გადახვევას, იშვება ე.წ. "იკონომია", რომლის მიხედვითაც ეკლესია, როგორც გამონაკლისს უშვებს არა მართლმადიდებელზე ქორწინებას. მაგალითად საბერძნეთში შესაძლებელია მართლმადიდებლის და არა მართლმადიდებლის ჯვრისწერა ორ შემთხვევაში: 1. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შემდგომში მოინათლება მართლმადიდებლურად ან 2. ჯვარდაწერილი დებს აღთქმას, რომ ის შვილებს მონათლავს მართლმადიდებლურად თავისთავად მართლმადიდებელი ქრისტეანი უნდა მოერიდოს ისეთ ადამიანთან ოჯახის შექმნას, რომელთანაც ქრისტეში ერთობა არ ექნება, ამას არც მე ვურჩევდი პირადად ვინმეს, მაგრამ როგორც იშვიათი გამონაკლისი ეს დასაშვებია. საეკლესიო სამართალი მას გარკვეულ სიტუაციებში დასაშვებად მიიჩნევს. ქორწინება ნიშნავს ერთ სულ ერთ ხორცად გახდომას. განა მგელი და ცხვარი შეიძლება ერთ სულ ერთ ხორც იყვნენ? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ქორწინება ნიშნავს ერთ სულ ერთ ხორცად გახდომას. განა მგელი და ცხვარი შეიძლება ერთ სულ ერთ ხორც იყვნენ? მე უკვე აღვნიშნე რომ ეს სასურველი არ არის. ისიც აღვნიშნე, რომ რომელიმე პიროვნებამ, რომ კონკრეტულად რჩევა მკითხოს არ ვურჩევდი არა მართლმადიდებელზე ჯვრის დაწერას არანაირი წინაპირობით, მაგრამ ჩემი კონკრეტული პიროვნებისადმი რჩევა-დამოკიდებულება არ ნიშნავს რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ეკლესიურად. ეს საკითხი დოგმატური არაა, ხოლო კანონის შეცვლის უფლება ზემოთ აღნიშნული იკონომიის წესით გააჩნია ადგილობრივ ეკლესიას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს წესი ნაწილობრივ საქართველოშიც მოქმედებდა საბჭოთა დევნის პერიოდში. თუ ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთი მონათლული არ იყო (ანუ მართლმადიდებლად ვერ ჩაითვლებოდა) მათ მაინც წერდნენ ჯვარს, რათა არსებული სიტუაციის გამო ისედაც მცირე მრევლი დაბრკოლებაში არ ჩავარდნილიყო. მგელთან და ცხვართან შედარებას რაც შეეხება ეს ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ პირდაპირკავშირში არაა საეკლესიო სამართლათან, რომლის მეშვეობითაც წყდება მრავალი საეკლესიო საკითხი, მათ შორის ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების უფლებამოსილება და პირობები. მართლმადიდებელი ეკლესიას როგორც გამონაკლისი უფლება აქვს ჯვარი დასწეროს არა მარტო არა მართლმადიდებელ ქრისტეანს (კათოლიკე, პროტესტანტი) არამედ სულ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებსაც და ასევე ათეისტებს, რომლებიც არც ერთი აღმსარებლობის მიმდევრები არ არიან და ცხადია არანაირი წესით არ არიან მონათლულები. ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია და მრავალი წინაპირობა უნდა ედოს საფუძვლად ასეთ გადაწყვეტილებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Eliko |
![]()
პოსტი
#5
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
მე უკვე აღვნიშნე რომ ეს სასურველი არ არის. ისიც აღვნიშნე, რომ რომელიმე პიროვნებამ, რომ კონკრეტულად რჩევა მკითხოს არ ვურჩევდი არა მართლმადიდებელზე ჯვრის დაწერას არანაირი წინაპირობით, მაგრამ ჩემი კონკრეტული პიროვნებისადმი რჩევა-დამოკიდებულება არ ნიშნავს რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ეკლესიურად. ეს საკითხი დოგმატური არაა, ხოლო კანონის შეცვლის უფლება ზემოთ აღნიშნული იკონომიის წესით გააჩნია ადგილობრივ ეკლესიას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ეს წესი ნაწილობრივ საქართველოშიც მოქმედებდა საბჭოთა დევნის პერიოდში. თუ ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთი მონათლული არ იყო (ანუ მართლმადიდებლად ვერ ჩაითვლებოდა) მათ მაინც წერდნენ ჯვარს, რათა არსებული სიტუაციის გამო ისედაც მცირე მრევლი დაბრკოლებაში არ ჩავარდნილიყო. მგელთან და ცხვართან შედარებას რაც შეეხება ეს ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ პირდაპირკავშირში არაა საეკლესიო სამართლათან, რომლის მეშვეობითაც წყდება მრავალი საეკლესიო საკითხი, მათ შორის ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების უფლებამოსილება და პირობები. მართლმადიდებელი ეკლესიას როგორც გამონაკლისი უფლება აქვს ჯვარი დასწეროს არა მარტო არა მართლმადიდებელ ქრისტეანს (კათოლიკე, პროტესტანტი) არამედ სულ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებსაც და ასევე ათეისტებს, რომლებიც არც ერთი აღმსარებლობის მიმდევრები არ არიან და ცხადია არანაირი წესით არ არიან მონათლულები. ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია და მრავალი წინაპირობა უნდა ედოს საფუძვლად ასეთ გადაწყვეტილებას. სადაა მოძღვარი??? ფორუმს მოძღვარი არ ჰყავს?? თუ როგორაა საქმე? რა არის ფორუმის აზრი, რომ გავიზარდოთ როგორც ქრისტიანები და რაც არ ვიცით, ის ვისწავლოთ, თუ ის ვწეროთ, ვის რა გაგვიგია ამა თუ იმ თემაზე? და ერთმანეთს ვუმტკიცოთ ვინ მეტი იცის? შეიძლება მრევლი მოძღვრის გარეშე? სადაა მოძღვარი? თუ შეიძლება, გამაგებინეთ, ფორუმს მოძღვარი თუ ჰყავს? ანუ მგელში გულისხმობ კათოლიკს ან არამართლმადიდებელ ქრისტიანს ხო? ![]() ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რამდენი მართლმადიდებელი ცოლ-ქმარია ჯვარდაწერილი მოვალეობის მოხდის მიზნით, რომლებშიც ქმარი ან ცოლი თავისი ურწმუნოებით ან სისასტიკით მგელი კი არა უარესია, ერთმანეთსაც ღალატობენ და რავიცი, ხოლო მართლმადიდებელი და კათოლიკე ცოლ-ქმარი ბევრია რომლებიც "შესაშური" ერთგულებით, სიყვარულით და სარწმუნოებით ცხოვრობენ, მაგრამ ის რადგან კათოლიკეა ესეიგი მგელია? mamma mia იტალიური სად ისწავლე, ვატიკანში? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
რა არის ფორუმის აზრი, რომ გავიზარდოთ როგორც ქრისტიანები და რაც არ ვიცით, ის ვისწავლოთ, თუ ის ვწეროთ, ვის რა გაგვიგია ამა თუ იმ თემაზე? ეს არ არის ის რაც უბრალოდ გამიგია, არც ჩემი საკუთარი აზრია და რაც მთავარია არც არავის ვუმტკიცებ რაიმეს, უბრალოდ დავინახე თემა და დავინახე რა დავა გადავწყვიტე კანონიკური სამართლის დამოკიდებულება დამეფიქსირებინა. გარდა უშუალოდ საეკლესიო სამართლის დამოკიდებულებისა უბრალოდ ფაქტსაც გეტყვი, რომ 1980 წლის 27 დეკემბერს (სხვათა შორის შობის მარხვაში) მამაჩემმა და დედაჩემმა ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში ისე, რომ მამაჩემი საერთოდ არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად. (ცხადია არც კათოლიკურად). ასეთი სახის ჯვრისწერებს და ასევე ჯვრისწერას მარხვის პერიოდში საეკლესიო სამართალი აწესრიგებს იკონომიის წესით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Eliko |
![]()
პოსტი
#7
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 228 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,552 ![]() |
ეს არ არის ის რაც უბრალოდ გამიგია, არც ჩემი საკუთარი აზრია და რაც მთავარია არც არავის ვუმტკიცებ რაიმეს, უბრალოდ დავინახე თემა და დავინახე რა დავა გადავწყვიტე კანონიკური სამართლის დამოკიდებულება დამეფიქსირებინა. გარდა უშუალოდ საეკლესიო სამართლის დამოკიდებულებისა უბრალოდ ფაქტსაც გეტყვი, რომ 1980 წლის 27 დეკემბერს (სხვათა შორის შობის მარხვაში) მამაჩემმა და დედაჩემმა ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში ისე, რომ მამაჩემი საერთოდ არ იყო მონათლული მართლმადიდებლურად. (ცხადია არც კათოლიკურად). ასეთი სახის ჯვრისწერებს და ასევე ჯვრისწერას მარხვის პერიოდში საეკლესიო სამართალი აწესრიგებს იკონომიის წესით. ![]() ![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#8
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
![]() ![]() ![]() ჰო, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ეს ასეა და როგორც გამონაკლისი დაიშვება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი