![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით
![]() ![]() პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ![]() პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა ![]() კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... ![]() ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან
წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს. ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 01:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი