მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მხევალი ნინო |
Aug 7 2007, 02:39 PM
პოსტი
#42
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მამა გაბრიელი ჩემთვის იმით არ არის გამორჩეული, რომ მის საფლავზე სასწაულები ხდება, ესეც ტავისთავად რაღაცის აღიარებაა, რასაც შემდგომში დრო მოიტანს და ალბათ დააკანონებს, არც მოვლენებს ვაჩქარებ და არც აზრს გამოვთქვავ წინასწარ. ვნახოთ რა იქნება.
არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ანუ არა მხოლოდ მამა გაბიერლის სემთხვევაში, ჩემი საერთოდ დამოკიდებულება ასეთია, ჩემთვის მაგალითი ყოველთვის მეომარი ხალხია. ანუ ისეთი ადამაინები, რომლებიც გარეშე (სახელმწიფო იქნება თუ სხვა რაიმე პირობების გამო) ბრძოლის მიუხედავად იდგნენ მტკიცედ და არა მარტო რელიგიაში, საერო საქმეშიც. ამ მხირვ ბერი გაბრილი ჩემთვის მაგალითია, როგორ არ უნდა შემაშინოს დრომ და ძლიერმა ამა ქვეყნისამან. როცა გაგიჭირდება ცხოვრებაში თუნდაც ყოველდღიურ ყოფაში რაღაცის აღიარება (ზოგჯერ პირჯვრის გადაწერაც გვესარიცხვილება, ან იმის მტკიცება, რომ რელიგიურები ვართ და წეშმარიტია რასაც ვამბობ და არა მოძველებული, ხშირია შემთხვევა, როცა ირონიულად გიყურებენ ყბადაღებული სექსუალურ თავისუფლებას, როცა უარყოფ, ანუ უქორწინებლობის სემთხვევაში მეგობრის ყოლას და აშ) მაშინ ჩემთვის დიდი მაგალითია და ზალის მომცემია ასეთი ადამიანები, როგორიც ბერი გაბრიელი იყო. მე მას ანტონი დიდი არ შევადარებ, საერთოდ არ მიყვარს არავისი შედარება, ერთი ერთ საკითხში იყო ძლიერი დ ისგან ის უნდა ვისწავლოთ ან მივბაძოთ, სხვა მეორეში და აშ. ამასთან ბერი გაბიელი იმ დროს ცხოვრობდა იმ მოვლენებში და იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხობრობ, ამიტომ მისი სიტყვა, ჩემთვის მეტად ახლოსაა, რადაგან ჩემს რეალურ ცხოვრებას ეხება, იმიტომ, რომ გაბრილიც ამ ცხოვრებით ამ გერმოთი ცხოვრობდა და ზუსტად იმაზე ლაპარაკობს რაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ზაზა შენს ტავზე არ მიიღო, საერთოდ ვამბობ, ისღა გვაკლია ბერი გაბრიელის გამოკვლევას შევუდგეთ. წმინდანად ოფიციალურად ბევრი არ არის სერაცხული, მაგრამ მათ სიტყვებს დარიგებებს ვიტავლისიწნებთ თუნდაც სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე. ბერი გაბრიელი უდიდესი ბერი იყო, მან საბჭოტა კავშირის დროს იმოღვაწევა, დავანებოთ ჩხრეკას ტავი თუ რაიმე იცით დაწერეთ, ნამდვილად ღირსეული ადამიანია და გასათვალისიწნებელია მისი სიტყვები ჩვენთვის. ანუ, არ მაინტერესებს წმინდანად შერაცხავენ თუ არა მამა გაბრიელს ჩემთვის უკვე მაგალითია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი