მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მარიამი |
Aug 7 2007, 09:25 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
რამდენიმე მაგალითებს მოვიყვან სალოსი-წმინდანების ცხოვრებიდან კომენტარების გარეშე. დასკვნები ყველამ თავისთვის დააკეთოს:
წმინდა სვიმეონ სალოსი (VI ს.) - ის უმეტესად განმარტოებული ცხოვრობდა, იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს შემთხვევა, ენახა როგორ ლოცულობდა, როდის ტრაპეზობდა, მარხვაში იყო, თუ შიმშილობდა. დროდადრო ხედავდნენ მას გზებსა და დიდ მოედნებზე. იგი ამ დროს ჭკუიდან გადამდგარს, გონებასა და აზრს მოკლებულს ჰგავდა. ზოგჯერ კი მშიერ-მწყურვალი მალულად შევიდოდა რომელიმე სასტუმროში და ხარბად დააცხრებოდა, რასაც დიინახავდა. ქალაქგარეთ ნეტარმა ნაგვის გროვაზე იპოვა მკვდარი ძაღლი: შეიხსნა სარტყელი, რომელსაც ატარებდა, ძაღლის ფეხებს მოაბა და ასე თრევა-თრევით შევიდა ქალაქში. ბავშვებმა დაინახეს და ყვირილი მორთეს: "მონაზონი - გიჟი, მონაზონი - გიჟი", ქვებს ესროდნენ და ჯოხებით სცემდნენ. მეორე დღეს, კვირას, უბეში კაკლები ჩაიწყო, შევიდა ეკლესიაში და ლიტურგიის დროს კაკლებით დაიწყო სანთლების ჩაქრობა. გაგდება მოუნდომეს, მაგრამ ამბიონზე ავიდა და ახლა იქიდან ესროდა ქალებს კაკლებს. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. ეკლესიიდან გამოვარდნილმა პურებით სავსე მაგიდები გადააყირავა. პურით მოვაჭრეებმა ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს. დავამატებ, რომ წმ. სვიმეონი უამრავ სასწაულს აღასრულებდა და წინასწარმეტყველებდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ღვთისთვის სულელი უგონო კი არა, "ბრძენთა შორის უბრძენესი" იყო. სალოსი შლეგის საქციელით ფარავდა თავის ღმერთშემოსილებას და ადამიანთა წინაშე თავის სათნო ცხოვრებას. წმინდა ანდრია სალოსს უფალმა გამოცხადებით მოუწოდა სალოსობისკენ: "ამიერითგან... ისწრაფე სრბად გზასა კეთილსა, განშიშვლებულმან სალოსად ჩემთვის და დღესა კეთილსა მთავარ გყოს მეუფემან ჩემმან". ამის შემდეგ ანდრიამ შლეგის ნიღბით ქუჩებში სირბილი დაიწყო. ბევრი ლანძღავდა, როგორც უგონოს, სხვები ეშმაკეულად მიიჩნევდნენ, ბავშვები ხშირად ხელს კრავდნენ და სცემდნენ; ის ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა მათთვის. თუ ვინმე მისთვის მოწყალებას გაიმეტებდა, მოსაგრე ხან ხუმრობით, ხან კი ლანძღვით ღატაკებს "მიუგდებდა", რათა არავის დაენახა, როგორ გასცემდა მოწყალებას. დღისით სვიმეონ სალოსივით დარბოდა, ღამით კი დაუცხრომელად ლოცულობდა. წმინდა ანდრია სალოსი მრავალი ხილვის ღირს ჰყო უფალმა, მათ შორის უკანასკნელი საფუძვლად დაედო დიდი მართლმადიდებლური ზეიმის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის აღნიშვნას. ნეტარი სიმონ სალოსი - თავიდან უდაბნოში და ტყე-ღრეში ცხოვრობდა და ბალახით იკვებებოდა. ერთხელ ის გლეხებმა იპოვეს ტყეში, მიუახლოვდნენ და გამოჰკითხეს, რა ერქვა და საიდან მოვიდა ამ ტყეში. ის არაფერს პასუხობდა და ისე იქცეოდა, ვითომ მართლაც შეშლილი იყო, მხოლოდ თავის სახელს იმეორებდა ხშირ-ხშირად: სიმონი, სიმონი, როგორც ამას ჩვეულებრივ გიჟები აკეთებენ. სიმონი სოფელში წაიყვანეს, სადაც მძიმე სამუშაოს ასრულდებდა და მრავალ დამცირებას და შეურაცხყოფას იტანდა. ეკლესია ერთადერთი ნუგეში იყო მის ტანჯულ ცხოვრებაში, მაგრამ ის იქაც ისე იქცეოდა, როგორც შეშლილი... ბოროტი ადამიანები ხშირად ძალიან მწარედ შეურაცხყოფდნენ ხოლმე ნეტარს, დასცინოდნენ, როგორც შეშლილს, ამხელდნენ თვალთმაქცობაში, ხელებს კრავდნენ და სცემდნენ კიდეც. მაგრამ მორჩილი სიმონი ყველა შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა, თავსაც კი არ არიდებდა წყენას და, ხანდახან, თვითონაც იწვევდა ადამიანებს, რათა იგი დაემცირებინათ, სპეციალურად იქცეოდა თავხედურად, თუმცა შინაგანად ქრისტესმიერი მორჩილება ჰქონდა. ბოროტებას ბოროტებით არასდროს პასუხობდა და მათთვის ლოცულობდა კიდეც, ვინც ამცირებდა. ხშირად დადიოდა ნეტარი სამიკიტნოებში იმ იმედით, რომ იქ ვინმე დაამცირებდა, როგორც ღვთის გლახას. იქ მყოფები აიძულებდნენ მას, არაყი დაელია. ზოგიერთისგან გამოწვდილ სასმისს ნეტარი იღებდა და ვითომ სვამდა, სინამდვილეში კი ზედ ისხამდა, ხოლო ზოგიერთისგან გამოწვილს ხელსაც არ ჰკიდებდა. ისეც ხდებოდა, რომ, თუკი ვინმე თვითონ სვამდა და მას არ უმასპინძლდებოდა, ძალით ართმევდა ხელიდან სასმისს და არაყს მიწაზე ღვრიდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საკუთარი ნებით გამოცხადებული სალოსობა დაემალა. ზოგიერთი იტანდა მის ასეთ თავხედობას, რადგან იცნობდნენ და ცუდს არაფერს უკეთებდნენ, ხოლო სხვები ამისთვის სცემდნენ. ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ პარალელები გავავლოთ მამა გაბრიელის ცხოვრებასთან და თავი დავიცათ განკითხვის ცოდვისგან, თუმცა შეიძლება ბევრი რამე ვერ ავხსნათ და გავიგოთ მათი ცხოვრებიდან. ზემოთ ხსენებულ წმინდანებსაც ბევრი ადამიანი განიკითხავდა, მაგრამ ამით მათ სიწმინდეს არაფერი დაკლებია. ისევე, როგორც მამა გაბრიელს არაფერი დააკლდება ჩვენი განკითხვით. შეგვეწიოს მისი ლოცვა. იმედი მაქვს, რომ მისი კანონიზაციის საკითხიც დადგება -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი