არამართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, ემოციების გარეშე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, ემოციების გარეშე |
ზებედე |
Aug 7 2007, 03:59 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სარწმუნოებში სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) _______________________________________________________________________ თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი ... ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, რელიგიის დამოუკიდებელი ექსპერტი: ერთი სიტყვით, დანიშნული იყო პრეზენტაცია, დარბაზში აღმოჩნდნენ “წმ. დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები, უფრო სწორად აქტივისტები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და ვიცნობთ. შეიარაღებულნი იყვნენ აუდიო-ვიდეო აპარატურით, იწერდნენ, იღებდნენ, სხდომის მსვლელობაში უხეშადაც ერეოდნენ, რაც გამოიხატებოდა შეძახილებით, მათ შორის კატეგორიული წინადადებებით მღვდელ გაბრიელის მიმართ. თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი, აღიარე, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის. თუ არ აღიარებ, შეეგუე, რომ ჩვენ გიწოდებთ ერეტიკოსს, მწვალებელსა და ეშმაკის მოციქულს. ყველა გამომსვლელს აწყვეტინებდნენ სიტყვას. ბოლოს მიკროფონი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკური ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ასეთი: - ხიზაბავრელი კათოლიკეები წყალს არ აწოდებენ მეზობელი სოფლის მართლმადიდებელ მცხოვრებლებს. მოწოდება კი ასეთი იყო: ხალხო, ხედავთ ვინ არიან კათოლიკეები, წყალს არ დაგალევინებენ, წყალს! ბოლოს ადმინისტრაცია შეშინდა, რომ ცემა-ტყეპა არ გამართულიყო და პოლიცია გამოიძახა. დარბაზში შემოვიდა კიდეც ორი პოლიციელი. ეს არის კერძო გამოვლინება იმ საერთო ტენდენციისა და სულისკვეთებისა, რამაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს ტენდენციები და განწყობილებები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნაციონალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი და უკულტურო მნიშვნელობით. საეკლესიო ენაზე იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ამჯერად აქვს ადგილი, თავისი სახელი აქვს, ესაა ფილეტიზმი, რაც ნიშნავს ერისა და ეკლესიის გაიგივებას. აქედან გამომდინარე ფილეტისტები ფიქრობენ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის საქართველოს მტერია, ლოგიკურია დასკვნა: არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებსა და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ცხადია, საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ რაც მეტ ეკლესიას წაართმევ კათოლიკეებსა და რაც მეტად შეავიწროებ, მით უფრო დიდი პატრიოტი ხარ. მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი – კათოლიკური ეკლესია საქართველოში: ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ეს ადამიანები გვეჭრებიან პრეზენტაციაზე, პირველად ახალციხის უნივერსიტეტში შემოიჭრნენ. უნდა გითხრათ, რომ იქ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ვიდრე საჯაროში. ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიალოგი მაშინ იმართება, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. მოსმენის გარეშე დიალოგი შეუძლებელი ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ყველა კითხვას პასუხი დიალოგის რეჟიმში. მხოლოდ არც ახლაციხეში და არც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ ამისათვის არ შევკრებილვართ. ცოტა უხერხულია წიგნის პრეზენტაციაზე მიხვიდე და თეოლოგიური კითხვები დასვა. მეკითხებოდნენ, მაგალითად, შენ შეგიძლია აღიარო, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდისო? რა თქმა უმდა, შემიძლია გავცე კითხვაზე პასუხი, მაგრამ კითხვა შესაბამის გარემოში, შესაბამის ტონში და შესაბამის ადგილას უნდა დაისვას, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ისინი პასუხის მოსასმენად, საკამათოდ, მით უმეტეს, ღონისძიებაზე დასასწრებად არ მოდიან, არამედ საჩხუბრად. ისინი მოდიან სპეციალურად, რომ შეგვიშალონ ხელი და იქცევიან აგრესიულად. ივლიტის ეკლესია კი აინტერესებდათ, მხოლოდ არა ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ძირითადად თეოლოგიური შეკითხვები ჰქონდათ. ხომ უნდა იცოდე, სად როგორი შეკითხვა დასვა და როგორ მოიქცე?! ------------------------------------------------------------------------------- სამწუხაროდ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომრავლდა სხვა სარწმუნოების მიმდევართა დევნა, დაცინვა, შეურაცხყოფა....რატომ დავკარგეთ ტოლერანტობა? თუ ვინმე მართლმადიდებელი, კათოლიკესთან ან პროტესტანტთან მეგობრობს ან რაიმე სულიერი კავშირი აქვს მათთან ეგრევე ავიწროებენ მართლმადიდებელსაც....არის ისეთი შემთხვევები რომ ნათესავებში თუ ვინმე პროტესტანტია აყენებენ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რატომ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Aug 8 2007, 12:31 AM
პოსტი
#22
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეძღვნება მარიამს! მომყავს ციტატები საპატრიარქოს ჟურნალიდან-ჯვარი ვაზისა "ჩვენი ეკლესია, მისი მამამთავარი პატრიარქი ილია2 დიდად აფასებს თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობის მნიშვნელობას, იგი თავად ბრძანდება ეკუმენიზმის ფუძემდებელი საქართველოს ეკლესიაში და მისი ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში" ("ჯვარი ვაზისა" 1983, #1, გვ. 10-11) სიტყვა წარმოთქმული სიონის ტაძარში კარდინალ ვილებრანდსის მიმართ ილია 2-"თქვენო მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, კარდინალო ბატონო იოანე! ჩვენი გული აღვსილია სიხარულითა და მადლიერებით ღვთისადმი. დღეს ერთად აღვავლენდით ლოცვას ორი უძველესი ეკლესიის წარმომადგენელნი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთი უფალი ჩვენი-იესო ქრისტე, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული...." ("ჯვარი ვაზისა," 1979, #1 გვ.10) ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში "სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ...ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის...საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." ("ჯვარი ვაზისა," 1988, #4, გვ.22-42) ---------------------------------------------------------------------------------------- პ.ს. სამწუხაროა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არ ბაძავენ ზოგიერთები ტოლერანტობაში, სხვა რელიგიის აღმსარებლების პატივისცემაში. პატრიარქი აქ აშკარად დიპლომატიურად და მიზანმიმართულად-მათი მოქცევისთვის ქადაგებს ასე, აბა უწმინდესმა კარგად იცის რომ ჩვენ და კათოლიკები ერთი არ ვართ.... ღმერთმა გააძლიეროს უწმინდესი. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი