არამართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, ემოციების გარეშე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, ემოციების გარეშე |
ზებედე |
Aug 7 2007, 03:59 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სარწმუნოებში სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) _______________________________________________________________________ თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი ... ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, რელიგიის დამოუკიდებელი ექსპერტი: ერთი სიტყვით, დანიშნული იყო პრეზენტაცია, დარბაზში აღმოჩნდნენ “წმ. დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები, უფრო სწორად აქტივისტები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და ვიცნობთ. შეიარაღებულნი იყვნენ აუდიო-ვიდეო აპარატურით, იწერდნენ, იღებდნენ, სხდომის მსვლელობაში უხეშადაც ერეოდნენ, რაც გამოიხატებოდა შეძახილებით, მათ შორის კატეგორიული წინადადებებით მღვდელ გაბრიელის მიმართ. თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი, აღიარე, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის. თუ არ აღიარებ, შეეგუე, რომ ჩვენ გიწოდებთ ერეტიკოსს, მწვალებელსა და ეშმაკის მოციქულს. ყველა გამომსვლელს აწყვეტინებდნენ სიტყვას. ბოლოს მიკროფონი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკური ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ასეთი: - ხიზაბავრელი კათოლიკეები წყალს არ აწოდებენ მეზობელი სოფლის მართლმადიდებელ მცხოვრებლებს. მოწოდება კი ასეთი იყო: ხალხო, ხედავთ ვინ არიან კათოლიკეები, წყალს არ დაგალევინებენ, წყალს! ბოლოს ადმინისტრაცია შეშინდა, რომ ცემა-ტყეპა არ გამართულიყო და პოლიცია გამოიძახა. დარბაზში შემოვიდა კიდეც ორი პოლიციელი. ეს არის კერძო გამოვლინება იმ საერთო ტენდენციისა და სულისკვეთებისა, რამაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს ტენდენციები და განწყობილებები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნაციონალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი და უკულტურო მნიშვნელობით. საეკლესიო ენაზე იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ამჯერად აქვს ადგილი, თავისი სახელი აქვს, ესაა ფილეტიზმი, რაც ნიშნავს ერისა და ეკლესიის გაიგივებას. აქედან გამომდინარე ფილეტისტები ფიქრობენ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის საქართველოს მტერია, ლოგიკურია დასკვნა: არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებსა და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ცხადია, საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ რაც მეტ ეკლესიას წაართმევ კათოლიკეებსა და რაც მეტად შეავიწროებ, მით უფრო დიდი პატრიოტი ხარ. მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი – კათოლიკური ეკლესია საქართველოში: ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ეს ადამიანები გვეჭრებიან პრეზენტაციაზე, პირველად ახალციხის უნივერსიტეტში შემოიჭრნენ. უნდა გითხრათ, რომ იქ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ვიდრე საჯაროში. ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიალოგი მაშინ იმართება, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. მოსმენის გარეშე დიალოგი შეუძლებელი ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ყველა კითხვას პასუხი დიალოგის რეჟიმში. მხოლოდ არც ახლაციხეში და არც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ ამისათვის არ შევკრებილვართ. ცოტა უხერხულია წიგნის პრეზენტაციაზე მიხვიდე და თეოლოგიური კითხვები დასვა. მეკითხებოდნენ, მაგალითად, შენ შეგიძლია აღიარო, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდისო? რა თქმა უმდა, შემიძლია გავცე კითხვაზე პასუხი, მაგრამ კითხვა შესაბამის გარემოში, შესაბამის ტონში და შესაბამის ადგილას უნდა დაისვას, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ისინი პასუხის მოსასმენად, საკამათოდ, მით უმეტეს, ღონისძიებაზე დასასწრებად არ მოდიან, არამედ საჩხუბრად. ისინი მოდიან სპეციალურად, რომ შეგვიშალონ ხელი და იქცევიან აგრესიულად. ივლიტის ეკლესია კი აინტერესებდათ, მხოლოდ არა ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ძირითადად თეოლოგიური შეკითხვები ჰქონდათ. ხომ უნდა იცოდე, სად როგორი შეკითხვა დასვა და როგორ მოიქცე?! ------------------------------------------------------------------------------- სამწუხაროდ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომრავლდა სხვა სარწმუნოების მიმდევართა დევნა, დაცინვა, შეურაცხყოფა....რატომ დავკარგეთ ტოლერანტობა? თუ ვინმე მართლმადიდებელი, კათოლიკესთან ან პროტესტანტთან მეგობრობს ან რაიმე სულიერი კავშირი აქვს მათთან ეგრევე ავიწროებენ მართლმადიდებელსაც....არის ისეთი შემთხვევები რომ ნათესავებში თუ ვინმე პროტესტანტია აყენებენ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რატომ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
abo |
Aug 8 2007, 01:31 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
სქიზმატები დედაეკლესიას 1054წელს მოწყვეტილი (განხეთქილებაში გასული ) კათოლიკური (სახელიც წაგვართვეს და დაგვიმახინჯეს)ქრისტიანობაა
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი