![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სარწმუნოებში სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) _______________________________________________________________________ თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი ... ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, რელიგიის დამოუკიდებელი ექსპერტი: ერთი სიტყვით, დანიშნული იყო პრეზენტაცია, დარბაზში აღმოჩნდნენ “წმ. დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები, უფრო სწორად აქტივისტები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და ვიცნობთ. შეიარაღებულნი იყვნენ აუდიო-ვიდეო აპარატურით, იწერდნენ, იღებდნენ, სხდომის მსვლელობაში უხეშადაც ერეოდნენ, რაც გამოიხატებოდა შეძახილებით, მათ შორის კატეგორიული წინადადებებით მღვდელ გაბრიელის მიმართ. თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი, აღიარე, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის. თუ არ აღიარებ, შეეგუე, რომ ჩვენ გიწოდებთ ერეტიკოსს, მწვალებელსა და ეშმაკის მოციქულს. ყველა გამომსვლელს აწყვეტინებდნენ სიტყვას. ბოლოს მიკროფონი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკური ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ასეთი: - ხიზაბავრელი კათოლიკეები წყალს არ აწოდებენ მეზობელი სოფლის მართლმადიდებელ მცხოვრებლებს. მოწოდება კი ასეთი იყო: ხალხო, ხედავთ ვინ არიან კათოლიკეები, წყალს არ დაგალევინებენ, წყალს! ბოლოს ადმინისტრაცია შეშინდა, რომ ცემა-ტყეპა არ გამართულიყო და პოლიცია გამოიძახა. დარბაზში შემოვიდა კიდეც ორი პოლიციელი. ეს არის კერძო გამოვლინება იმ საერთო ტენდენციისა და სულისკვეთებისა, რამაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს ტენდენციები და განწყობილებები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნაციონალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი და უკულტურო მნიშვნელობით. საეკლესიო ენაზე იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ამჯერად აქვს ადგილი, თავისი სახელი აქვს, ესაა ფილეტიზმი, რაც ნიშნავს ერისა და ეკლესიის გაიგივებას. აქედან გამომდინარე ფილეტისტები ფიქრობენ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის საქართველოს მტერია, ლოგიკურია დასკვნა: არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებსა და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ცხადია, საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ რაც მეტ ეკლესიას წაართმევ კათოლიკეებსა და რაც მეტად შეავიწროებ, მით უფრო დიდი პატრიოტი ხარ. მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი – კათოლიკური ეკლესია საქართველოში: ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ეს ადამიანები გვეჭრებიან პრეზენტაციაზე, პირველად ახალციხის უნივერსიტეტში შემოიჭრნენ. უნდა გითხრათ, რომ იქ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ვიდრე საჯაროში. ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიალოგი მაშინ იმართება, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. მოსმენის გარეშე დიალოგი შეუძლებელი ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ყველა კითხვას პასუხი დიალოგის რეჟიმში. მხოლოდ არც ახლაციხეში და არც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ ამისათვის არ შევკრებილვართ. ცოტა უხერხულია წიგნის პრეზენტაციაზე მიხვიდე და თეოლოგიური კითხვები დასვა. მეკითხებოდნენ, მაგალითად, შენ შეგიძლია აღიარო, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდისო? რა თქმა უმდა, შემიძლია გავცე კითხვაზე პასუხი, მაგრამ კითხვა შესაბამის გარემოში, შესაბამის ტონში და შესაბამის ადგილას უნდა დაისვას, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ისინი პასუხის მოსასმენად, საკამათოდ, მით უმეტეს, ღონისძიებაზე დასასწრებად არ მოდიან, არამედ საჩხუბრად. ისინი მოდიან სპეციალურად, რომ შეგვიშალონ ხელი და იქცევიან აგრესიულად. ივლიტის ეკლესია კი აინტერესებდათ, მხოლოდ არა ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ძირითადად თეოლოგიური შეკითხვები ჰქონდათ. ხომ უნდა იცოდე, სად როგორი შეკითხვა დასვა და როგორ მოიქცე?! ------------------------------------------------------------------------------- სამწუხაროდ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომრავლდა სხვა სარწმუნოების მიმდევართა დევნა, დაცინვა, შეურაცხყოფა....რატომ დავკარგეთ ტოლერანტობა? თუ ვინმე მართლმადიდებელი, კათოლიკესთან ან პროტესტანტთან მეგობრობს ან რაიმე სულიერი კავშირი აქვს მათთან ეგრევე ავიწროებენ მართლმადიდებელსაც....არის ისეთი შემთხვევები რომ ნათესავებში თუ ვინმე პროტესტანტია აყენებენ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რატომ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ეძღვნება გუჯას! პატივცემულო გუჯა, შენს მიერ მოყვანილი მაგალითები 1983 და 1988 წლის შემთხვევების გამო, სრულიად ბათილდება უწმინდესის 1999 წელს წარმოთქმული სიტყვებით შენდობის კვირას, რომელიც უკვე არაერთხელ დაგიწერე ამ ფორუმზე და ძალიან კარგად იცი, მაგრამ რატომღაც სხვებისთვის თვალში ნაცრის შეყრა უფრო გსიამოვნებს. "შეცდომებისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენს მღვდელმთავრებს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს მორწმუნეებს დაგვიშვია ესა თუ ის შეცდომა. ყოფილა შემთხვევა, როცა მოსულან ჩვენთან არამართლმადიდებლები, მაგალითად - კათოლიკეები, და გვიზიარებია ისინი. ეს შეცდომაა". "ყოფილა შემთხვევა, როცა ესა თუ ის სასულიერო პირი დასწრებია საერთო ლოცვას არამართლმადიდებლებთან, ესეც დიდი შეცდომაა". ციტატები მოვიყვანე სიტყვა-სიტყვით. სხვათაშორის, აქ (ისევე როგორც შენს მოყვანილ ციტატებში) საუბარია ჩვენთან ჩამოსულ კათოლიკებზე და არა იმ რაღაც ფოტოზე, რომელიც შენ დადე. ამიტომ იმ ფოტოს წარწერა ისევ ეჭვის ქვეშ რჩება ![]() და საერთოდ, ცოტა უზნეობად ხომ არ გეჩვენება, წამოაძახო ადამიანს ისეთი რამეები, რაც უკვე დიდი ხანია მოინანია? და ადამიანის მონანიებული საქციელი მის პოზიციად წარმოაჩინო და ხალხი შეცდომაში შეიყვანო? გუჯა, ხანდახან დაფიქრდი ხოლმე რას აკეთებ! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#23
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სხვათაშორის, აქ (ისევე როგორც შენს მოყვანილ ციტატებში) საუბარია ჩვენთან ჩამოსულ კათოლიკებზე და არა იმ რაღაც ფოტოზე, რომელიც შენ დადე. ამიტომ იმ ფოტოს წარწერა ისევ ეჭვის ქვეშ რჩება ![]() და საერთოდ, ცოტა უზნეობად ხომ არ გეჩვენება, წამოაძახო ადამიანს ისეთი რამეები, რაც უკვე დიდი ხანია მოინანია? და ადამიანის მონანიებული საქციელი მის პოზიციად წარმოაჩინო და ხალხი შეცდომაში შეიყვანო? გუჯა, ხანდახან დაფიქრდი ხოლმე რას აკეთებ! ესეიგი, პატრიარქი 1997 წლამდე თვლიდა, რომ ის "ეკუმენური" ქმედებები შეცდომა არ იყო, და 1997 წლის მერე მიხვდა რომ შეცდომებს ჩადიოდა? ვახ, საღოლ სქიზმატებს! პატრიარქი სინანულში ჩააგდეს და მიახვედრეს რომ შეცდომებს ჩადიოდა...რას ვერჩით სქიზმატებს? ( ![]() ჩემთვის გაუგებარია ეგ სინანული..... მე ვფიქრობ, იმიტომ მოინანია უწმინდესმა ეგ ასე საჯაროდ რომ სქიზმატებს და ურაფანატიკოს-კონსერვატორებს შეეწყვიტად ანტი საპატრიარქო გამოსვლები და დაპირისპირებები.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 05:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი