მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#541
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
გიორგი |
Aug 7 2007, 09:58 PM
პოსტი
#542
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მართალია, სალოსობა სხვა რამეა, სალოსი არის ქრისტესთვის სულელი, ამიტომ მისი შეფასება ჩვეულებრივი სიბრძნის, თავმდაბლობის თუ თუნდაც უბრალოდ ნორმალურობის კრიტერიუმებით არ შეიძლება. სალოსმა შეიძლება თავი კედელსაც ურტყას, პატრიარქიც გალანძღოს, ტაძარში წირვის დროს არეულობაც კი გამოიწვიოს, დახლებზე ბოთლებიც დაამტვრიოს და საკუთარი თავის სასუფეველში მოხვედრაც "იქადაგოს." ეს ცხადია სიგიჟეა, მაგრამ სწორედ თავის მოგიჟიანებით კეთილი საქმის, ლოცვის და მოწყალების დაფარვაა სალოსობა.
სალოსი თუ ნორმალურად გამოიყურება ის უკვე სალოსი აღარაა. იმედი მაქვს, რომ მისი კანონიზაციის საკითხიც დადგება მეც ასე ვფიქრობ. სიტყვიერ დონეზე მგონი უკვე კიდეც მიდის ლაპარაკი, მაგრამ ამას დრო სჭირდება. პირდაპირ მხოლოდ მოწამეების კანონიზაცია ხდება, დანარჩენს დრო უნდა რომ სწორი ანალიზი გაუკეთდეს ადამიანის ცხოვრებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Aug 9 2007, 01:05 PM
პოსტი
#543
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სწორი ანალიზი გაუკეთდეს ადამიანის ცხოვრებას. აი ამ კონტექსტში მე მინდა დავსვა კითხვა: დასაშვებია თუ არა ადამიანმა ილოთოს? აქ სალოსის ცხოვრებიდან მარიამმა მოიყვანა მაგალითი სადაც ნათლად ჩანს რომ სალოსი მოჩვენებით "ჩადის" ცოდვას, მაგალითად ვითომ სვამს, მოდი ანალიზი გავუკეთოთ ამ ადგილს: კითხვა პირველი: რატომ აჩვენებდა ხალხს, რომ ვითომ სვამდა? იმიტომ რომ ხალხის თვალში დამცირებულიყო, დაგლახაკებულიყო მე მგონი გასაგებია ეს ადგილი და მცნებებსაც არ ეწინააღმდეგება კითხვა მეორე: რატომ არ სვამდა სინამდვილეში? ალბათ იმიტომ, რომ თვლიდა რომ დალევა ცოდვაა ე.ი. ზოგადი ანალიზით რა გამოდის: სალოსები ცხოვრობენ ისე, რომ სათნო იყოს მათი ცხოვრება ღმერთისთვის, თუმცა ხალხის მოსაჩვენებლად, ვიმეორებ მოსაჩვენებლად და არა სინამდვილეში - გამოიყურებოდნენ ცოდვიელბად აი მამა გაბრიელის მაგალითზე არანაირ მოჩვენებას და ფოკუსებს ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს სვამდა - როგორაა აქ საქმე, იქმებ ამიხსნათ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Aug 9 2007, 01:14 PM
პოსტი
#544
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
აი ამ კონტექსტში მე მინდა დავსვა კითხვა: დასაშვებია თუ არა ადამიანმა ილოთოს? აქ სალოსის ცხოვრებიდან მარიამმა მოიყვანა მაგალითი სადაც ნათლად ჩანს რომ სალოსი მოჩვენებით "ჩადის" ცოდვას, მაგალითად ვითომ სვამს, მოდი ანალიზი გავუკეთოთ ამ ადგილს: კითხვა პირველი: რატომ აჩვენებდა ხალხს, რომ ვითომ სვამდა? იმიტომ რომ ხალხის თვალში დამცირებულიყო, დაგლახაკებულიყო მე მგონი გასაგებია ეს ადგილი და მცნებებსაც არ ეწინააღმდეგება კითხვა მეორე: რატომ არ სვამდა სინამდვილეში? ალბათ იმიტომ, რომ თვლიდა რომ დალევა ცოდვაა ე.ი. ზოგადი ანალიზით რა გამოდის: სალოსები ცხოვრობენ ისე, რომ სათნო იყოს მათი ცხოვრება ღმერთისთვის, თუმცა ხალხის მოსაჩვენებლად, ვიმეორებ მოსაჩვენებლად და არა სინამდვილეში - გამოიყურებოდნენ ცოდვიელბად აი მამა გაბრიელის მაგალითზე არანაირ მოჩვენებას და ფოკუსებს ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს სვამდა - როგორაა აქ საქმე, იქმებ ამიხსნათ კი ბატონო, აგიხსნი მამა გაბრიელი ზუსტადაც რომ აჩვენებდა, ვითომ მთვრალი იყო. ან მოჩვენებით სვამდა, ან არ ათრობდა სასმელი. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ჩემი მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი: ერთხელ ჩემი მოძღვარი მცხეთაში წავიდა მამა გაბრიელის სანახავად, რაღაც სერიოზულ საკითხზე სურდა გასაუბრებოდა. რომ შევიდა სამთავროში, დაინახა, რომ "მთვრალი" მამა გაბრელი ხალხთან იდგა და, როგორც სჩვეოდა ხოლმე, რაღაცეებს ასწავლიდა (სალოსურ სტილში). ჩემი მოძღვარი მასთან მივიდა და ყურში უჩურჩულა, საქმე მაქვსო. ამის გაგონებაზე მამა გაბრიელმა ხალხი გაუშვა და მაშინვე "გამოფხიზლდა". და ჩვეულებრივად დაუწყო საუბარი. შეიძლება, სიმთვრალე ასე უცებ გაქრეს? იმ ხალხისთვის რომ გეკითხა, იტყოდნენ - მთვრალი იყოო, მაგრამ აბა ჩემს მოძღვარს ჰკითხეთ როგორი "მთვრალი" იყო... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Aug 9 2007, 01:16 PM
პოსტი
#545
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შეიძლება, სიმთვრალე ასე უცებ გაქრეს? არ ვიცი არ ვიცი... მე უამრავი მაგალითი ვიცი, როდესაც სვამდა საკმაოდ ბევრს, სვამდა და არა მოჩვენებით...ახლა, სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Aug 9 2007, 01:20 PM
პოსტი
#546
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
არ ვიცი არ ვიცი... მე უამრავი მაგალითი ვიცი, როდესაც სვამდა საკმაოდ ბევრს, სვამდა და არა მოჩვენებით...ახლა, სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი... შენ ისე ამბობ, როგორც გარეგნულად ჩანდა, მე კი იმას ვამბობ, რაც ყველასთვის არ იყო ცნობილი და კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს მოძღვართან გამჟღავნდა. QUOTE სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი... რატომ არ არის? თუ წმინდანები საწამლავს სვამდნენ და არ კვდებოდნენ, სასმელმა რომ არ დაგათროს, უფრო დიდი სასწაულია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Aug 9 2007, 01:31 PM
პოსტი
#547
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენ ისე ამბობ, როგორც გარეგნულად ჩანდა, მე კი იმას ვამბობ, რაც ყველასთვის არ იყო ცნობილი და კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს მოძღვართან გამჟღავნდა. რატომ არ არის? თუ წმინდანები საწამლავს სვამდნენ და არ კვდებოდნენ, სასმელმა რომ არ დაგათროს, უფრო დიდი სასწაულია? ხო, რა ვიცი, ეგრე საერთოდ ყველაფრის მიღება შეიძლება მაშინ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი