![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Andria |
![]()
პოსტი
#1
|
God bless Georgia ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 ![]() |
დედამიწაზე არის მილიონობით ადამიანი, რომლებმაც არ იციან რა არის ცხოვრები არსი, არ იციან თუ რისთვის ცხოვრობენ. ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ თავის თავს ეს შეკითხვა დაუსვას, მაგრამ თუ გინდა გაიგო ჭეშმარიტება, თუ ვინ ხარ და რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე, მაშინ აუცილბლად მოგიწევს ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს და ცხოვრებას...
უამრავი ცნობილი და ძლევამოსილი ხალხიც კი ხანდახან ვერ სცემდნენ პასუხს შეკითხვას: "რისთვის ვცხოვრობთ?" და ვერც მე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი სანამ უფალმა არ მიპოვა და არ ამომიყვანა ცოდვის და სიცრუის ჭაობიდან, რომელშიც ჩემი ფეხით შევედი... "ყველაზე დიდი მცნება არის, გიყვარდეს უფალი შენი, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და გიყვარეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი." "რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ... ერთი ძალიან პოპულალური მუსიკალური ჯგუფის, "Queen"-ის წევრები, რომლებმაც მთელი მსოფლიო დაიპყრეს თავიანთი მუსიკით და რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ ცხოვრებაში, ვერ სცემდნენ პასუხს, ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე თუ რისთვის ცხოვრობნენ. მათ სცადეს ყველაფერი (ცისფერობა და ნარკოტიკებიც კი, დარ რა ვიცი რაღა აღარ), მაგრამ ვერაფერი გამოუვიდათ. მათ ერთ-ერთ სიმღერაში, "The Show Must go on" კარგად არის აღწერილი, პრობლემა, რომ მსოფლიოს სუპერ მუსიკოსები ერთ მთავარ კითხვას What are we living for? პასუხს ვერ უძებნიდნენ. (თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ ამ სიმღერის ტექსტი, ინგლისურ ვერსიას დავდებ ფორუმზე ქართული თარგმანით) როცა ეს სიმღერა მოვისმინე, უფალი იესოს სიტყვები:"რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" და ჩემი თავი გამახსენდა, მეც თითქმის არფერი მაკლდა, მაგრამ უფალს უარვყოფდი და ცხოვრებისათვის აზრის მიცემას სწავლაში ვარჯიშში და სხვადასხვა გართობასა თუ ცოდვებში ვცდილობდი, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე, მერე უფალს დავუწყე ძებნა და როცა ღმერთმა თვითონ მიპოვა, აი მაშინ აღმოვაჩინე ცხოვრების აზრიც და მიზანიც... -------------------- |
![]() ![]() |
fea |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 30-September 06 მდებარ.: georgia, tbilisi წევრი № 237 ![]() |
მართლაც, რომ ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული მთლიანად ადამიანის საქმიანობა, მთელი არსებით ღმერთის სიყვარულით უნდა აკეთებდე ამას, მაშინ უკვე ყველაზე ძნელი და წარმოუდგენელი, ყველაზე ადვილი და სასიამოვნო გახდება, ეს კი სულისთვის უდიდესი ბედნიერება და შვებაა, როცა უფლის თანადგომას და მხარდაჭერას აშკარად გრძნობ!!! ამ დროს ყველაზე უარესიც კი ყველაზე ლამაზია და ყველაზე უბედური ბედნიერია შენთვის!!!:)
Solomonia იმას რასაც მე ვაკეთებ ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს, ასევე პასუხისმგებლობას!!! მხოლოდ ჩემი მამაოს ლოცვა-კურთხევით, დალოცვით და ღმერთისგან მიღებული უსაზღვრო წყალობით შემიძლია ჩემი პატარა ანგელოზების სწავლება. მე ეს საქმე კი არ მღლის, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და, პირიქით ვისვენებ, როცა მთთან ვარ და ვიცი, რომ რაიმეთი შევძლებ მათ დახმარებას. დიდი მადლობა ყველას და თქვენც იგივეს გისურვებთ - ღვთისგან დალოცვილები ყოფილიყავით და იმ სულიერი სიმშვიდისათვის მიგეღწიოთ, რაც ნებისმიერ საქმეს მთელი გულით და სულით გაგაკეთებინებთ და რაც ცხოვრების ძალას შეგმატებთ, გაგაძლიერებთ და მის აზრს გაპოვნინებთ!:) -------------------- "დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ!"
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 03:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი