ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
გლახა |
Aug 16 2006, 11:40 AM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ხშირად ადამიანები ძალიზედ ყოჩაღნი ვართ ლაპარაკში,
მაგრამ ძალზედ სუსტნი იმაში, რომ ჩვენი სიტყვები და რწმენა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ანუ ჩვენი ცხოვრება ხშირად არ არის სანთელი, რომელიც სხვებს გაუნათებს. რწმენა და საქმეები ხშირად დღისა და ღამის მსგავსად განსხვავდება... ამ თემაში მოდით რწმენაზე და საქმეებზე ვისაუბროთ. ჩემო ძმებო, რა სრგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? |
თამარი |
Oct 31 2006, 11:41 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
რა თქმა უნდა, მივესალმები ამ ინიციატივას. ცნობის სახით ერთს დავამატებ: ტელეკომპანია ”იმედიდან” უკვე იყვნენ ამ ოჯახში, სოლიდური დახმარებაც წაუღეს. მთელმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა. ასევე სხვებიც დაეხმარნენ ამ მართლაც უკიდურესად გაჭირვებულებს, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი ნივთებით. ოჯახის მამას ყოველთვიური ხელფასი დაუნიშნეს. ჩვენც დავეხმაროთ, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ მათ გარდა, მაღალმთიან სოფლებში ბევრი გაჭირვებულია. ჩემი სურვილია, ამ აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღოს.
ჩემთვის ცნობილია ერთი ფაქტი. ადრეც იყო ”დროებაში” საუბარი მსგავს გაჭირვებულ ოჯახზე. ბევრს გაუჩნდა დახმარების სურვილი - ჩადიოდნენ და ჩაჰქონდათ. თურმე მათ მეზობლებს არანაკლებ უჭირდათ, მაგრამ, რადგან ტელევიზიით არ გადაიცა მათ შესახებ, მთელი აქცენტი მხოლოდ ამ ერთ ოჯახზე იყო. მეზობლებს შეუჩივლიათ მერე იქ ჩასულებისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი გაჭირვებულია ჩვენს ქვეყანაში. ”დროება” ყველას ვერ გვაჩვენებს. იქნებ, არსებობდეს რაიმე საშუალება, რომ თვითონ აღმოვაჩინოთ ისინი და ხანდახან მაინც რაღაც გავაკეთოთ მათთვის. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 11:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი