კითხვები და თხოვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები |
N. R. |
Jul 25 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო იქნება.
აქ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რაც საეკლესიო მუსიკას ეხება. რაზეც შევძლებთ თავად გიპასუხებთ, რაზეც ვერა და უფრო მაღალი რანგის ხალხს შევაწუხებთ და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით. კითხვები შეგიძლიათ სხვადასხვა მომღერლებთანაც დასვათ და შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ პასუხები. აგრეთვე თხოვნები, სიმღერისა თუ ტექსტების, ლიტერატურისა თუ სანოტო კრებულის ირგვლივ და ა.შ. პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება პ.ს. ამ თემაში გაჩერდება მხოლოდ კითხვებისა და პასუხების შემცველი პოსტები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 13 2007, 03:22 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 13 2007, 04:13 PM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”. ,,აწ ძალნი ცათანის" მითითებული აქვს VIII ხმა, ,,სერობასას" - ,,რომელნი ქერუბინთას" ჰანგზე ვაწყობთ ხოლმე (არაა გამორიცხული რომ ჰანგი იყოს ხელნაწერთა ინსტიტუტში და იმაზე ხმა ეწეროს) ახლანდელ პრაქტიკაში ,,რომელი ქერუბინთას" არ აქვს მითითებული ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში ,,რომელი ქერუბინთა" არ მგონია ყოველ კვირას რომ ხმის მიხედვით იცვლება იმ კატეგორიის საგალობელს მიეკუთვნებოდეს. პ.ს. ჭილ-ეტრატთან დაკავშირებით კიდევ გვითხარი რამე -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი