კითხვები და თხოვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები |
N. R. |
Jul 25 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო იქნება.
აქ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რაც საეკლესიო მუსიკას ეხება. რაზეც შევძლებთ თავად გიპასუხებთ, რაზეც ვერა და უფრო მაღალი რანგის ხალხს შევაწუხებთ და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით. კითხვები შეგიძლიათ სხვადასხვა მომღერლებთანაც დასვათ და შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ პასუხები. აგრეთვე თხოვნები, სიმღერისა თუ ტექსტების, ლიტერატურისა თუ სანოტო კრებულის ირგვლივ და ა.შ. პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება პ.ს. ამ თემაში გაჩერდება მხოლოდ კითხვებისა და პასუხების შემცველი პოსტები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 13 2007, 03:22 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”.
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 13 2007, 04:13 PM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ასეთი კითხვა მაქვს: რატომ არის, რომ ჭილ-ეტრატის იადგარში (მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნის ხელნაწერი) რომელნი ქერუბინთას ხმა აწერია (მეორე ხმა), ახლანდელ პრაქტიკაში კი უცნობია ჩვენი ”რომელნი ქერუბინთას” ვარიანტები რომელ ხმას ეკუთვის (და მგონი საერთოდ არ ეკუთვნის არცერთს). ასევე მაინტერესებს, არსებობს თუ არა ხმის მითითებები თანამედროვე სანოტო კრებულებში ამ ორი საგალობლისთვის: ”აწ ძალნი ცათანი” და ”სერობასა საიდუმლოსა შენსა”. ,,აწ ძალნი ცათანის" მითითებული აქვს VIII ხმა, ,,სერობასას" - ,,რომელნი ქერუბინთას" ჰანგზე ვაწყობთ ხოლმე (არაა გამორიცხული რომ ჰანგი იყოს ხელნაწერთა ინსტიტუტში და იმაზე ხმა ეწეროს) ახლანდელ პრაქტიკაში ,,რომელი ქერუბინთას" არ აქვს მითითებული ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში ,,რომელი ქერუბინთა" არ მგონია ყოველ კვირას რომ ხმის მიხედვით იცვლება იმ კატეგორიის საგალობელს მიეკუთვნებოდეს. პ.ს. ჭილ-ეტრატთან დაკავშირებით კიდევ გვითხარი რამე -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 14 2007, 12:37 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
,,აწ ძალნი ცათანის" მითითებული აქვს VIII ხმა, მუსიკალურადაც არის, თუ უბრალოდ აწერია? ჩვენში ადრე მაგას მეექვსე ხმაზე გალობდნენ, ასეთი მითითებაა მაგალითად მე-10 ს.-ში გადაწერილ ერთ ხელნაწერში, რომელიც ახლა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. ციტატა ,,სერობასას" - ,,რომელნი ქერუბინთას" ჰანგზე ვაწყობთ ხოლმე მაგას მეორე ხმა აწერია ჭილ-ეტრატის იადგარში. ციტატა (არაა გამორიცხული რომ ჰანგი იყოს ხელნაწერთა ინსტიტუტში და იმაზე ხმა ეწეროს) მერე ვის უნახავთ მაგ ჰანგს? ციტატა ახლანდელ პრაქტიკაში ,,რომელი ქერუბინთას" არ აქვს მითითებული ხმა. მეორე ხმა აქვს მითითებული რომელნი ქერუბინთასთვის აგრეთვე იერუსალიმური ლექციონარის ქართულ ნუსხებსაც. ციტატა ნებისმიერ შემთხვევაში ,,რომელი ქერუბინთა" არ მგონია ყოველ კვირას რომ ხმის მიხედვით იცვლება იმ კატეგორიის საგალობელს მიეკუთვნებოდეს. კი, ადრე მასე იყო ბიზანტიურ პრაქტიკაში, ყველა ეგ საგალობელი (წირვის ბევრი სხვა საგალობელიც) მეორე (ან მეექვსე) ხმას ეკუთვნოდა, ასე მე-13-მე-14 ს.-დან კი უკვე სხვადასხვა ხმებზე გაწყობილიც გვხვდება. ციტატა პ.ს. ჭილ-ეტრატთან დაკავშირებით კიდევ გვითხარი რამე ასეთი სახელი ხელნაწერმა იმიტომ მიიღო, რომ მისი ფურცლების ერთი ნაწილი ეტრატისაა, ხოლო სხვა ფურცლები კი - ჭილის (პაპირუსის). გადაწერილია მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნაზე (ა. შანიძე მე-11 ს.-ს უჭერდა მხარს გარკვეული მოსაზრებების გამო, თუმცა ახლა პრინციპში გამორკვეულია, რომ მე-9-მე-10 ს.-ის მიჯნისაა). გამოცემულია ა. შანიძის რედაქციით ა. მარტიროსოვის და ა. ჯიშიაშვილის მიერ. ამ გამოცემაში ტექსტები მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისითაა შესწავლილი. ეს ხელნაწერი გამოყენებულია ე. მეტრეველის რედაქციით გამოსულ ”უძველეს იადგარშიც”, სადაც უკვე ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ მხარესაც ექცევა ყურადღება. მოკლე ამბავი ესაა და დანარჩენი უკვე თავისით უნდა წაიკითხოს კაცმა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი