კითხვები და თხოვნები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები და თხოვნები |
N. R. |
Jul 25 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვგონებ ჩვენთვის საჭირო და საინტერესო იქნება.
აქ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ყველაფერთან დაკავშირებით რაც საეკლესიო მუსიკას ეხება. რაზეც შევძლებთ თავად გიპასუხებთ, რაზეც ვერა და უფრო მაღალი რანგის ხალხს შევაწუხებთ და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხებს მოგაწვდით. კითხვები შეგიძლიათ სხვადასხვა მომღერლებთანაც დასვათ და შევეცდებით მაქსიმალურად მოვიძიოთ პასუხები. აგრეთვე თხოვნები, სიმღერისა თუ ტექსტების, ლიტერატურისა თუ სანოტო კრებულის ირგვლივ და ა.შ. პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება პ.ს. ამ თემაში გაჩერდება მხოლოდ კითხვებისა და პასუხების შემცველი პოსტები -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
N. R. |
Aug 14 2007, 12:16 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
Sotiris
I. ეს კრებული, სადაც ვნახე, არის მარხვანის და ზატიკის საგალობლები. აქ ორი ნიმუშია ამ საგალობლის და ორივე VIII ხმაზეა. მუსიკალური ჩარჩო ერთი აქვთ, გამშვენება კი სხვადასხვაგვარი. მე არ ვიცი ეს საგალობელი სხვა დროსაც იგალობება? აქ პირველშეწირულის ლიტურგიაშია. თუ სხვა მსახურებაზეც გვხვდება შესაძლოა აქ იყოს VIII ხმა, იქ VI. მუსიკალური ჰანგი არ არის ის მერვე ხმა მწუხრის მოვედით თაყვანი ვსცეთ, უფალო ღაღადვყავსა და აწ განუტევეს რომ აქვს (?) II. ვის უნდა ვუნახავდეთ, ყველაფერს ერთად ხომ ვერ გამოსცემენ და ნელ-ნელა მიხედავენ მაგ საქმეს. III. ბიზანტიური საგალობლების შესახებ ასე გამიგია, რომ ყველაფერი რვა ხმაზე აქვთ და კვირის მიხედვით ცვლიანო, მაგრამ ჩვენ ასე არ გვქონია, ჩემი აზრით. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 14 2007, 01:53 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მე არ ვიცი ეს საგალობელი სხვა დროსაც იგალობება? ცხადია არა, პირველშეწირულის გარდა არსად არ გვხვდება. იმ ხელნაწერშიც პირველშეწირულის განგებაშია. იოანე ზოსიმესთანაა ის ხელნაწერი დაკავშირებული. ციტატა თუ სხვა მსახურებაზეც გვხვდება შესაძლოა აქ იყოს VIII ხმა, იქ VI. იხ. ზემოთ. მეექვსე ხმის ვარიანტი სად გაქრა მაშინ? ციტატა მუსიკალური ჰანგი არ არის ის მერვე ხმა მწუხრის მოვედით თაყვანი ვსცეთ, უფალო ღაღადვყავსა და აწ განუტევეს რომ აქვს (?) უფალო ღაღადყავს წესით არ უნდა გავდეს, მე ასე მგონია. ციტატა II. ვის უნდა ვუნახავდეთ, ყველაფერს ერთად ხომ ვერ გამოსცემენ და ნელ-ნელა მიხედავენ მაგ საქმეს. ოკ. უბრალოდ უცნაურია. ციტატა III. ბიზანტიური საგალობლების შესახებ ასე გამიგია, რომ ყველაფერი რვა ხმაზე აქვთ და კვირის მიხედვით ცვლიანო, არ ცვლიან ყველაფერს რვა ხმაზე, მაგრამ ეგ თემასთან მაინცდამაინც კავშირში არ არის. ჩემი კითხვა ის იყო, რატომ არის ახლა, რომ ზოგიერთ საგალობელს, რომელსაც ადრე ხმა ჰქონდა, ხმა დაეაკრგა, ან შეეცვალა. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 14 2007, 02:23 PM
პოსტი
#4
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
უფალო ღაღადყავს წესით არ უნდა გავდეს, მე ასე მგონია. ოკ. უბრალოდ უცნაურია. ჩემი კითხვა ის იყო, რატომ არის ახლა, რომ ზოგიერთ საგალობელს, რომელსაც ადრე ხმა ჰქონდა, ხმა დაეკრგა, ან შეეცვალა. ,,უფალო ღაღატვყავს" კი არ უნდა გავდეს, უბრალოდ ჩვეულებრის მსახურების დროს შესასრულებელ საგალობლებს მერვე ხმაზე რაც იგალობება ყველა ერთი ჰანგისაა. ყოველთვის მეგონა, რომ ხმა იყო ტიპიური ჰანგი და შესაბამის ჰანგზე დაწერილი საგალობლის ჰანგი ყველასი ერთნაირი უნდა ყოფილიყო, და უმრავლეს შემთხვევაში ასეც არის. რა რაის უცნაური, უკანასკნელ ოთხ წელიწადში ხუთი კრებული გამოვიდა და ორი კიდევ მზადაა გამოსაცემად, თან თუ გავითვალისწინებთ რომ დარედაქტირებას ერთი ადამიანი აკეთებნს კიდევ კარგად გასწვდა ამდენს. ხმის ცვლილებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით აუცილებლად ვიკითხავ კომპეტენტურ ადამიანებთან, სასულიერო მუსიკის სპეციალისტთან და მედავითნეობაში კარგად ჩახედულთან. ჩემი აზრით ხმის ცვლილება უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული საუკუნეების მანძილზე საკითხავებში მომხდარ ცვლილებებთან -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი