![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მშვიდობა მამაო. მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები. ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
პატარა ბავშვების ზიარებასთან დაკავშირებით (ვგულისხმობ ჩვილ ბავშვებს), საკმაოდ კომპეტენტური ადამიანისგან მომისმენია (ლექციის სახით), რომ პატარების ზიარება მხოლოდ მშობლების სურვილზეა დამოკიდებუი, ანი არაძალდატანებითია. ბავშვის მდგომარეობა ანგელოზებრივია. მეც ვეთანხმები ამ აზრს და მიმაჩნია რომ მშობელმა ორგანიზებულად უნდა იმოქმედოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინახავს მშობელი რომელიც ნამტირალევ პატარა ბავშვს აძალებდა ზიარებას, ვფიქრობ ეს არასწორია, ეს სახიფათოცაა იმ გაგებით რომ შესაძლოა პატარის გონებაში ცუდი შთაბეჭდილებით აისახოს ზიარების პროცედურა. ბავშვის გონება მოგეხსენებათ რანაირიცაა. არც ისაა ნორმალური მშიერი რომ მიყავთ პატარა წირვაზე და მთელ წირვას ასწრებენ. ბავშვი იღლება და ტირის, რაც წირვის მიმდინარეობას ხელს უშლის.
მე ვფიქრობ რომ ჯერ უნდა მცირედ, მცირედ უნდა შევაჩვიოთ პატარა ზიარების პროცედურას, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თუ რათქმაუნდა ზიარება მშობლის სურვილია. მე მინახავს ბავშვი რომელსაც ყოველ კვირა აზიარებდნენ, მაგრამ გაიზარდა და.... ასე რომ ძალიან რთულია ეს საკითხი და დიდი გამჭრიახობაა საჭირო ამ ყველაფრის დადებითად გადაწყვეტაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი