![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
წმინდა გიორგის ქანდაკების შემდეგ საქართველოში,(სამეგრელოში) აპირებენ დადგან ღვთისმშობლის 17 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დაახლოებით 800 000$ დაჯდება.ამისათვის ადგილი უკვე შემოსაზღვრულიცაა.
მაინტერესებს ამგვარი "კერპტაყვანისმცემლური" ქმედებების მაგივრად არ ჯობია ეს ფული დახარჯონ მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაციისათვის? მართლმადიდებლურ ხელოვნებაში არაკანონიკურად მიიჩნევა უფლის,ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების ღია სივრცეში განცალკევებით მდგომი მრგვალი ქანდაკების აღმართვა,რომელიც კერპთან არის გაიგივებული და მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვან სწავლებასა და ტრადიციებს ეწინაღამდეგება. ეს გახლავთ რელიგიური კანონი რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა. თქვენი აზრი ... ![]() |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
წმინდანის ქანდაკება კერპი ვერანაირად ვერ იქნება, რამეთუ კერპის არსი არა მისი ჰორელიეფური ფორმაა, არამედ თაყვანისცემის ცრუ ობიექტი. კერპი იქნება 2-განზომილებიანი გამოსახულება წარმართული ღმერთისა, თუმცაღა ის ხატის მოთხოვნებს ფორმის თვალსაზრისით სავსებით "აკმაყოფილებს"
ამიტომ არ შეიძლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქანდაკებას ვუწოდოთ კერპი. ის კერპი არ არის რაც შეეხება კანონიკურობას. მართლმადიდებლური სამყაროსათვის არ არის ტრადიციული წმინდანთა გამოსახვა 3 განზომილებაში (გარდა ბარელიეფისა), ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰორელიეფური გამოსახულება, თუმცა ამაში მკრეხელობა, ღვთის გმობა და მწვალებლობა არ უნდა დავინახოთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქანდაკება არ არის თაყვანისცემის ობიექტი.... ჩვენ უამრავი ძეგლი გვაქვს წმინდანის. მაშინ ან ისინიც უნდა ავიღოთ, ან კიდევ ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. მაგრამ მოგვეცა რა საერო მთავრობის ლანძღვის კიდევ ერთი "დიდებული" მიზეზი, გავაღეთ პირი და ვამბობთ რაც სათქმელია და არ არის სათქმელი.... ხოლო მას, ვისაც ძალიან ადარდებს ამ ე.წ. "კერპების" მომრავლება, ვურჩევდი, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ "აღმოაჩენს" კერპთაყვანისმცემლობის უამრავ შემთხვევას...... ![]() P.S. ისე, ჩემი აზრით, ქანდაკებების მომრავლება არ არის სასურველი, რადგან ქართული რეალობისათვის არატრადიციულია ![]() მთავარანგელოზ მიქაელის ქანდაკება კიევში ![]() წმ. ისააკის სახელობის პეტერბურგის საკათედრო ტაძარი, გუმბათის გარშემო და სახურავზე აღმართულია ძველი და ახალი აღთქმის წმინდანთა ქანდაკებები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი