![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
წმინდა გიორგის ქანდაკების შემდეგ საქართველოში,(სამეგრელოში) აპირებენ დადგან ღვთისმშობლის 17 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დაახლოებით 800 000$ დაჯდება.ამისათვის ადგილი უკვე შემოსაზღვრულიცაა.
მაინტერესებს ამგვარი "კერპტაყვანისმცემლური" ქმედებების მაგივრად არ ჯობია ეს ფული დახარჯონ მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაციისათვის? მართლმადიდებლურ ხელოვნებაში არაკანონიკურად მიიჩნევა უფლის,ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების ღია სივრცეში განცალკევებით მდგომი მრგვალი ქანდაკების აღმართვა,რომელიც კერპთან არის გაიგივებული და მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვან სწავლებასა და ტრადიციებს ეწინაღამდეგება. ეს გახლავთ რელიგიური კანონი რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა. თქვენი აზრი ... ![]() |
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
უბრალოდ მაინტერესებს რა საჭიროა ღვთისმAშობლის ქანდაკება? თუ უნდათ ქალაქის გალამაზება რაიმე ძეგლით, დაელია სამეგრელოს ღირსეული შვილები? აღვმართოთ რომელიმე მათგანის ქანდაკება...
ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისთვისაც, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ მომენტს გაითავისებენ და უცხოელი სტუმრისთვისაც უფრო საინტერესო იქნება... მაპატიეთ მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბულვარზე ღვთისმშობლის ქანდაკება და მის გარშემო ახალგაზრდეი უწმაწური გართობით და სიგარეტით ხელში ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი