![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
წმინდა გიორგის ქანდაკების შემდეგ საქართველოში,(სამეგრელოში) აპირებენ დადგან ღვთისმშობლის 17 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დაახლოებით 800 000$ დაჯდება.ამისათვის ადგილი უკვე შემოსაზღვრულიცაა.
მაინტერესებს ამგვარი "კერპტაყვანისმცემლური" ქმედებების მაგივრად არ ჯობია ეს ფული დახარჯონ მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაციისათვის? მართლმადიდებლურ ხელოვნებაში არაკანონიკურად მიიჩნევა უფლის,ღვთისმშობლის და სხვა წმინდანების ღია სივრცეში განცალკევებით მდგომი მრგვალი ქანდაკების აღმართვა,რომელიც კერპთან არის გაიგივებული და მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვან სწავლებასა და ტრადიციებს ეწინაღამდეგება. ეს გახლავთ რელიგიური კანონი რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა. თქვენი აზრი ... ![]() |
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა ნიშნად იმისა, რომ ამ ქალაქზე არის ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა და სხვისი ქანდაკება არ მესმის..... თუკი მიგაჩნია, რომ ქანდაკება დაუშვებელია მართლმადიდებლურად, გინდა რიგითი ქართველის იყოს და გინდა ღვთისმშობლის - დაუშვებელი დაუშვებელია.... ხოლო თუკი დასაშვებად მიგაჩნია, მაშინ დაე იყოს ღვთისმშობლისა, რატომაც არა?? არ ვიცი, რაღაც ვერ წარმომიდგენია ღვთისმშობლის ქანდაკება გასართობ ადგილას.... სიწმინდის შEურაცყოფა ნამსდვილად ყველგან შეიძლება, მაგრამ ოფიციალურად გასართობ ადგილას რა ვიცი, რა ვიცი.... მე არ მიმაჩნია რომ არ შეიძლება ქანდაკების დადგმა, პირიქით ვთვლი, რომ ის პატარებისათვის ისტორიის მიწოდების ძალიან კარგი საშუალებაა... აგრეთვე შენი ერის ღირსეული შვილების ქანდაკებებით შენსასაც და სხვასაც ახსენებ "ვისი გორისა ხარ"; მაგრამ ღვთისმშობელი იმდენად აღმატებულია ყოველივე მიწიერზე, ცოტა მეხამუშა.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი