ათონის მთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ათონის მთა |
:_მარიამი_: |
Jul 27 2006, 01:18 PM
პოსტი
#1
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
შეიძლება ფოტო არ არის ხარისხიანი, მაგრამ მაინც.. ათონის მთაა! |
კანონისტი |
Nov 3 2006, 03:36 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
marine
ციტატა ვინმე ხომ არ იცით იმ საიტის მისამათი? http://www.inathos.gr/athos/en/athos.asp?m=04004&c=1 მე ჩემის მხრივ მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები საბერძნეთის კონსტიტუციიდან მართლმადიდებლობისა და წმინდა მთის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია ( ამონარიდი) სახელითა წმიდისა, თანაარსისა და განუყოფელისა სამებისათა კარი I. თავი II ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა მუხლი 3 1. საბერძნეთში უპირატეს სარწმუნოებას წარმოადგენს ქრისტეს აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის სჯული. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მის თავად აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მოძღვრების მხრივ განუყოფელ ერთობაშია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ყველა სხვა ქრისტესმიერ ეკლესიებთან, რომლებიც იმავე მოძღვრებას აღიარებენ. იგი მათ მსგავსად წმინდად ინახავს წმიდა მოციქულთა და კრებების კანონებს და წმინდა გარდამოცემას. კარი III. თავი VI მმართველობა მუხლი 105 1. მეღალი ვიღლადან მოყოლებული ათონის ნახევარკუნძული, რომელიც ქმნის წმინდა მთის რეგიონს, უძველეს პერიოდში ბოძებული სტატუსის შესაბამისად და საბერძნეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავდ წარმოადგენს მის ავტონომიურ ნაწილს. სულიერად, წმინდა მთა უშუალოდ ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. ყველა პირს, რომელიც დაიწყებს მონასტრულ ცხოვრებას, დამატებითი ფორმალობების გარეშე მორჩილად ან ბერად მიღებისთანავე ენიჭება საბერძნეთის მოქალაქეობა. 2. წმინდა მთა იმართება თავისი ტიპიკონის შესაბამისად ოცი წმინდა მონასტრის მიერ, რომელთა შორის გაყოფილია ათონის ნახევარკუნძული; ნახევარკუნძულის ტერიტორია გასხვისებას არ ექვემდებარება. წმინდა მთის მართვა ხორციელდება წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ქმნიან წმინდა კინოტს. დაუშვებელია რაიმე ცვლილების შეტანა მის მმართველობით სისტემაში, წმინდა მთის მონასტერთა რიცხოვნობაში, იერარქიულ მოწყობასა და დაქვემდებარების წესში. უცხოდ-მადიდებლის ან სქიზმატის შესვლა აკრძალულია. 3. წმინდა მთის სტატუსი და საქმიანობის წესი დეტალურად განისაზღვრება წმინდა მთის წესდებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავებს და იღებს ოცი წმინდა მონასტერი და ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქო და საბერძნეთის პარლამენტი. 4. წმინდა მთის საძმოთა სარწმუნოებრივი ზედამხედველობა წარმოადგენს სულიერი თვალსაზრისით მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით - სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც აგრეთვე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვაზე. 5. სახელმწიფოს ზემოხსენებული უფლებამოსილებანი ხორციელდება გუბერნატორის მიერ, რომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონით. კანონით მსგავსადვე განისაზღვრება მონასტრის წინამძღოლთა და წმინდა კინოტის სასამართლო უფლებამოსილებანი, აგრეთვე წმინდა მთის უპირატესობანი საბაჟოზე და გადასახადებზე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი