![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
როგორც იცით, სახალხო მოძრაობამ "ოსი ხალხი მშვიდობისათვის" დაიწყო მშვიდობიანი, მასშტაბური ღონისძიება КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ! (კოკოით, წადი!) რომლის მიზანია ცხინვალის თვითმარქვია სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოშორება მართვის სადავეებიდან და საქართველოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდენა სამხრეთ ოსეთში. ამ რთულ გზაზე უნდა მოხდეს ქართველი და ოსი ეროვნების მოქალაქეთა გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა ჩვენი საერთო სამშობლოს გამარჯვებისათვის.....
მოძრაობას უერთდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაცია მეუფეებმაც აკურთხეს მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მასში და თუ დიახ, მაშინ რა ფორმით გესახებათ იგი?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
S a l l y |
![]()
პოსტი
#2
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
კოკოითო რომ უნდა წავიდეს ფაქტია,მაგრამ ასეთი ფორმით მის წინააღმდეგ რამეს გავაწყობთ,ნეტა?!
მე არამგონია... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კოკოითი რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი ფორმით მის წინააღმდეგ რამეს გავაწყობთ, ნეტა?! მე არამგონია... იგივე რიტორიკული კითხვა მეორდება: 2003 წელი ედუარდ შევარდნაძე, რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი მიტინგებით და გამოსვლებით რაიმე გამოვა ნეტავ?. . . 2004 წელი ასლან აბაშიძე, რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი მიტინგებით და გამოსვლებით რაიმე გამოვა ნეტავ?. . . ერთი რაიმე უნდა ვიცოდეთ, ეს მიტინგები და აქციები არ არის უბრალოდ ხალხის ნება და გართობა-სიმღერის დონეზე ნაძახები "კოკოითი ფანდარასტ". ეს არის შეუქცევადი პროცესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომელიც ევროკავშირის და განსაკუთრებით NATO-ს სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. კოკოითის ხელისუფლების გასანადგურებლად და სეპატატიზმის დასამარცხებლად საქართველოს ხელისუფლება ხარჯავს არც მეტი და არც ნაკლები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს, რომელიც ხმარდება შეიარაღების შესყიდვას აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრ სახელმწიფოებში + უკრაინაში, ხმარდება საერთაშორისო PR კამპანიას და ინფორმაციულ ომს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ოსი ხალხის გადმობირებას, შიდა საჯაშუშო საქმიანობას და ა.შ. ხდება ხალხის მასების ჩართვა სეპარატისტული ხელისუფლების წინააღმრდეგ, რომლის ერთ-ერთი ნაწილია ეს აქციაც. ძალიან სერიოზულად აქვს შერყეული პოზიციები კოკოითის ხელისუფლებას, რომ იცოდეთ "გრუ"-ს ოფიცრებიც ძალიან სერიოზულ მარწუხებში არიან . . . საერთოდ იცით რა მოხდა 6 აგვისტოს და რატომ დაბომბა რუსულმა ბომბდამშენმა Cy-24-მა საქართველოს ტერიტორია ელექტრომაგნიტური ტალღების აღმომჩენი რაკეტით?! ჰო, რუსეთი ხომ ცალკე "ფენომენია", მე არანაირი პატივისცემა და "შიში" არ მაქვს ამ ქვეყნის მიმართ. ისიც ვიცი, რომ არ არის მისი ნება კოკოითის დამხობა, ისევე როგორც არ იყო მისი ნება შევარდნაძის დამხობა და მითუმეტეს ასლან აბაშიძის . . . არ არის, მაგრამ მოუწევს ბევრ დათმობებზე წასვლა, ძალიან მწარედ მოუწევს, ძალიან მწარედ მოხვდება კბილებში მაგის გულისთვის, დამიჯერეთ რუსეთი ფორთხვით წავა საქართველოდან, როგორც ახლა მაგათი ბაზები გადიან, აფხაზეთშიც დაუდგებათ იგივე დღე, მთავარია ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. კიდევ ერთი ნიუანსი: ძალიან გთხოვთ რუსეთის, იგივე "ჩრდილოელი მეზობლის", "იგივე "დიდი სახელმწიფოს" შიშის სინდრომმა არ გვძლიოს. ბოლოსდაბოლოს ვინ მიგდია რუსეთი?! თავის გაჭირვებულ მოსახლეობას მიხედოს და ჩვენთან ტკბილი სიტყვით ილაპარაკოს თორემ ძალიან ცუდად დაამთვრებს აქ მოღვაწეობას და ამას ტრაბახით არ ვამბობ, კარგად მაქვს გაცნობილი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესები და როგორც ჩეხეთმა მაგრად დაარტყა "სიფათში" რუსეთს და პოლონეთი ახლა მალე დაარტყამს, ზუსტად ისეთს მიიღებს . . . აფხაზეთი და ოსეთი თავისთვის უნდა ხომ?! ბებიამაგისისამ, ერჩივნა ჩვენთან კარგი ურთიერთობა და კავკასია დარჩებოდა თავისი გავლენის ქვეშ, ახლა იყოს სომხეთის იმედად და ამის საფასურად მიიღებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასაც, ჯერ ოსეთიდან აბარგებას, მერე აფხაზეთიდან, მერე შორეული სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების სალოკაციო სადგურს მისი საზღვრიდან ზუსტად ორ კოლომეტრში, და ბოლოს "დასაჩუქრდება" ქართულ-ამერიკული საჯაშუშო რეგულარული გაფრენებით ჩრდილო-კავკასიის კონტროლზე აყვანისთვის, თან მაგ დებილებმა რამდენჯერმე გამორთვა ვერ მოასწრეს და ჩვენებმა და ამერიკელებმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი "უპოვეს" U-2 საჯაშუშო გაფრენისას . . . მართლა ყველაფერს ხომ არ დავწერ, მაგრამ იხტუნოს, იხტუნოს ეგრე რუსეთმა და მალე საქართველოს მოსახლეობა 40-ის მაგივრად 80 მილიონი მოეჩვენება . . . ჩვენ კიდევ ძალიან პატარა ადამიანები ვართ ასე გლობალური პროცესებისთვის, მაგრამ რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენს ქვეყანას, იქნება ეს აქციები, ოსი ხალხის შემორიგების პროგრამები თუ რაიმე მსგავსი ტიპის ღონისძიებები. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი