КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!, რა ვქნათ ჩვენ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!, რა ვქნათ ჩვენ? |
კანონისტი |
Aug 21 2007, 03:36 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
როგორც იცით, სახალხო მოძრაობამ "ოსი ხალხი მშვიდობისათვის" დაიწყო მშვიდობიანი, მასშტაბური ღონისძიება КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ! (კოკოით, წადი!) რომლის მიზანია ცხინვალის თვითმარქვია სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოშორება მართვის სადავეებიდან და საქართველოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდენა სამხრეთ ოსეთში. ამ რთულ გზაზე უნდა მოხდეს ქართველი და ოსი ეროვნების მოქალაქეთა გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა ჩვენი საერთო სამშობლოს გამარჯვებისათვის.....
მოძრაობას უერთდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაცია მეუფეებმაც აკურთხეს მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მასში და თუ დიახ, მაშინ რა ფორმით გესახებათ იგი?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
Aug 21 2007, 10:19 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა სიმართლე იქვას მაგ 2 მიტინგმა როგორც შენ თქვი შედეგი იმიტომ გამოიღო რომ ხალხის დიდი მასის ნება იყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭირო დაფინანსება და მხარდაჭერა, თან მაგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის ინტერესი იყო. ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში კი ხალხის აზრზს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქ. აქ ბიზნესზე და პრინციპებზეა საუბარი. აქ არ არის ხალხის დიდი მასის ნება?! ქართველებს, რომ თავი დავანებოთ თვითონ ოსები ვეღარ იტანენ კოკოითს, აქ რომ არის 100-ჯერ უფრო დიდი გაჭირვება და განუკითხავობაა იქ. არის კოკოითის კლანი და მისი ბიზნეს-ინტერესები, არ არსებობს არანაირი სამართალი, დაახლოებით აქ რომ "მხედრიონის" დრო იყო იმ მდგომარეობაშია ხალხი. (თუ უარესი არა) უამრავი მშვიდობიანი ოსი ყავს გაუბედურებული მაგ ადამიანს და სწორედ ამაზე მუშაობენ, დაფინანსება კიდევ საჭიროზე უფრო მეტია ჯერ თვითონ საქართველოს 5-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტიდან და მერე უშუალოდ პირდაპირი გზით NATO-დან, რომელ ბიზნესზე და ვის ბიზნესზეა ლაპარაკი, როდესაც მსგავსი კონფლიქტის დროს "კოსოვოში" NATO-მ 6 მილიარდი დოლარი გადაიხადა . . . ძალიან მუქ ფერებში ხატავ ყველაფერს . . . ბიზნესი თუ არა ოსეთშიც უზარმაზარი ფულია, იგივე კორუფციის კუთხით რომ იმსჯელო, მარტო პირველივე წელს ჩაიდება ოსეთში იმდენი ფული, რომ კოკოითის "შავ ბიზნესს" აჯობებს. ეგრე რომ არაა საქმე იმიტომ კარგავს რუსეთი ერთი მეორეს მიყოლებით ქვეყნებს. წელს ევროკავშირში რუმინეთს და ბულგარეთს მიიღებენ, წარმოგიდგენია? ბევრი აღარ დარჩა . . . ციტატა ვინ იგიგდია და გადაგჯეგავს, დაგბობავს და მერე ნაცარს შემოგაყრის მე არ მიქნიაო. და რომც დაუმტკიცოს მთელმა მსოფიომ რომ მისი გაკეთებულია, ბოდიში და ფეხები არავინ მოჭამოს, მთელი ევროპას რესურსები მაქედან შედის. და ერთი ჭირიანი, ნარკოტიკების ტრანზიდორი საქართველოს გულისთვის არავინ არაფერს გააკეთებს. ძალიან მუქ ფერებში ხატავ ყველაფერს . . . აშკარად არაა ეგრე. დღითიდღე სუსტდება რუსეთის გავლენა, მაქსიმუმ 4 წელიწადში NATO-ში მოგვიღებენ და რუსეთი იმაზეა გაგიჟებული MAP-ში არ ჩასვან საქრთველოო, ნუ ევროკავშირი უფრო ძნელია (მარტო სამხედრო რეფორმა არ შველის), მაგრამ არც ეგაა უტოპია. საქართველოს კარგი მოგების მოტანა შეუძლია ევროპისთვისაც და რაც მთავარია რუსეთის დასუსტების კარგი წყაროა ჩვენთან თანამშრომლობა და როგორც ამას ჩვენც ვხედავთ ისე ევროპაშიც ხედავენ + გაითვალისწინე ისიც, რომ NATO-ში საქმეს ძირითადად ა.შ.შ. წყვეტს, რომელსაც მაგრად კიდია ფეხებზე რუსეთის რესურსები, რადგან არანაირ ენერგომატარებელს იქიდან არ ყიდულობს და პირიქით ერთ-ერთ ალტერნატიულ ტრანზიტად საქართველო მოიაზრება შუა აზიის რესურსის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში მოსახვედრად. ეგრე კარგად რომ ჰქონდეთ რუსბეს სახე ისე გადაწითლებული არ გამოჩნდებოდნენ ტელევიზორში, ნელ-ნელა რომ მარცხდებიან ფაქტია . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი