წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სერაფიმ საროველი, ჩემი მფარველი |
N. R. |
Aug 23 2007, 01:56 PM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩემთვის მართლაც სასწაული იყო; საქმე იმაში გახლდათ რომ სადაც მისი ცხოვრება წამეკითხა, ყველგან 19 ივლისი ეწერა. დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
.ნინო |
Aug 23 2007, 04:03 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
წმიდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
1. პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა, რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა. 2. 1900 წელს მამა სერაფიმეს ლოცვებით აღრსულდა შემდეგი სასწაული. დივეევოს მონასტრის ახალგაზრდა მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა. მისი დედა, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც არ უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. დაეწყებოდა შეტევები, ადამიანებს ესხმოდა თავს და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ქვემო ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისათვის იღუმენიამ ნეტარ პრასკოვიასთან გაგზავნა დები მონასტერში. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველა. რომელმა მოხუცმა? ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ, რა თქმა უნდა, და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთ. ავადმყოფი ქვემო ნოვგოროდის ნაცვლად საროვოში წაიყვანეს წყაროზე. წყაროზე სამი განბნვის შემდეგ იგი სავსებით განიკურნა. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი