განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ალექსანდრე |
Jul 23 2007, 01:03 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა როგორც ჩანს ბასილის თემამ გაგიტაცათ სხვა მიმართულებით. როცა ადამიანი "სამღვთოს" კლავს, და შენ ეუბნები არ არის საჭიროვო, ის კი გპასუხობს რა ამბობ მღვდელმა მითხრაო. რას ეტყვი? რაკი გითხრა დაკალიო? არცერთი მღვდლისაგან არ მომისმენია რომ გინდათუარა ''სამღვთო'' დაკალიო, ამიტომ ჭორის დონეზე მოტანილ ინფორმაციას ვერ ვენდობი. ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, ადამიანი რომელიც არაა გათვითცნობიერებული და ჰგონია, რომ აუცილებელია ცხვრის დაკვლა და სწამს რომ ასე უფრო შეისმენს უფალი, ესეთი ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება რომ ცხვრის შეწირვა უნდა, მოძღვარი ეუბნება რომ ეს არაა შესაწირი არაა აუცილებელი, მაგრამ იგი ისევ თავისას ერეკება და მაინცადამინც უნდა ცხვრის დაკვლა, მაშინ მოძღვარი ეუბნება კაი თუ გინდა დაკალი ეს ცხვარი მაგრამ ეს არაა შესაწირი ღვთისადმი. ხოდა მერე მიდის ეს კაცი და დაკლავს ამ ცხვარს, მივა მეორე ადამიანი და ეუბნება რას შვრები ეს არაა სწორი, ის კი უპასუხებს მოძღვარმა მითხრა რომ დაკალიო. ხოდა ის მეორე დაიწყებს მერე განკითხვას ხედავთ ამ მღვდელს რა უთქვამს, ეგ უცოდინარი და გაუნათლებელი რეებს ასწავლის ხალხსო. აი ასეთი პაქტები კი მრავლად გამიგია მე, კაცი რომ ჯიუტობს და ვერაფერს შეასმენ ბოლოს მოძღვარიც ეტყვის ადექი მაშინ და დაკალიო -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ხათუნა |
Aug 24 2007, 05:03 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
არცერთი მღვდლისაგან არ მომისმენია რომ გინდათუარა ''სამღვთო'' დაკალიო, ამიტომ ჭორის დონეზე მოტანილ ინფორმაციას ვერ ვენდობი. ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, ადამიანი რომელიც არაა გათვითცნობიერებული და ჰგონია, რომ აუცილებელია ცხვრის დაკვლა და სწამს რომ ასე უფრო შეისმენს უფალი, ესეთი ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება რომ ცხვრის შეწირვა უნდა, მოძღვარი ეუბნება რომ ეს არაა შესაწირი არაა აუცილებელი, მაგრამ იგი ისევ თავისას ერეკება და მაინცადამინც უნდა ცხვრის დაკვლა, მაშინ მოძღვარი ეუბნება კაი თუ გინდა დაკალი ეს ცხვარი მაგრამ ეს არაა შესაწირი ღვთისადმი. ხოდა მერე მიდის ეს კაცი და დაკლავს ამ ცხვარს, მივა მეორე ადამიანი და ეუბნება რას შვრები ეს არაა სწორი, ის კი უპასუხებს მოძღვარმა მითხრა რომ დაკალიო. ხოდა ის მეორე დაიწყებს მერე განკითხვას ხედავთ ამ მღვდელს რა უთქვამს, ეგ უცოდინარი და გაუნათლებელი რეებს ასწავლის ხალხსო. აი ასეთი პაქტები კი მრავლად გამიგია მე, კაცი რომ ჯიუტობს და ვერაფერს შეასმენ ბოლოს მოძღვარიც ეტყვის ადექი მაშინ და დაკალიო გეთანხმები 100% ით. ხშირად ადამიანის ახირება მღვდელს ბრალდება მხოლოდ იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა გაამართლოს თავისი საქციელი. მეც არაერთხელ შევსწრებივარ, რაიმეს არასწორად რომ იტყვიან ან გააკეთბენ, სხვა სენიშვნას მისცემს და მღვდელმა მითხრა ასეო. არა და ზოგ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდი სულ არ იყვნენ იმ მღვდელთან ნამყოფები. სულ ახლახანს ჩემმა ნათესავმა მითხრა რომ მღვდელმა უთხრა ზიარებისას ფული უნდა ჩააგდო შესაწირში 10 ლარიო, რომ ავღშფოთდი ძალიან და ბოლომდე ჩავეძიე, დეტალურად გამოვკითხე, თავისავე მონათხრობში ''გაიხლართა'' ეს ქალი და ბოლოს თქვა ალბათ მეშლება არ მახსოვს ვიღაც ქალმა ჩააგდო და იმიტომ ჩავაგდე მეცო. ჩემს გარდა ამას რამოდენიმე ადამიანი უსმენდა ისინი არ ჩაძიებიან და სასწრაფოდ შეუდგნენ ამ მღვდლის განკითხვას. სხვაგანაც ხომ მოყვებოდნენ ამ ამბავს და უდანაშაულო მოძღვარს სახლს გაუტეხდნენ? ძირითადად ჭორის დონეზე ხდება ასეთი ამბების გავრცელება ამიტომ ვეთანხმები თემის ავტორს. ჩვენი გასაკითხი ნამდვილად არ არის არც ერთი ადამიანი, მითუმეტეს სასულიერო პირი, რომელსაც (რომც ეშლებოდეს) ნამდვილად ბევრად ჩვენზე მაღლა დგას. თუ რამე არ მოგწონს შენ ნუ გაიმეორებ ან აერიდე ნუ კი განიკითხავ. ამისთვის უფალი არსებობს ის გადაწყვეტს ვინ იქცევა სწორად და ვინ არა. -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი