განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
თემო |
Aug 24 2007, 10:39 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
მოდი ერთი რამ განვიხილოთ, როდესაც რაიმე სულიერ საკიტხზე ან თუნდაც ყოფით თემაზე სასულიერო პირთან გინდა საუბარი , ან თუნდაც ამა თუ იმ თემის ირგვლივ გსურს მოძღვართან ერთად იმსჯელო და მოძღვარი კი მოგმართავს "ჩვენ შენიაზრი არ გვაინტერესებს, რადგან ეკლესია ასე ფიქრობს", ან სადღაც გარბის და არ ცალია ერთი წუთით მაინც ნუგეში გცეს ან პირიქით გითხრას რომ შენ ცდები, მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ არ გაგვჩენია გულისწყრომა იმ სასულიერო პირის მიმართ?
ერთია ეკლესია რომ ასე ფიქრობს და ის დოგმაა, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, მოძღვარმა (ჩემი აზრით) ყველაშემთხვევაში უნდა მოუსმინოს მის სულიერ შვილს და დაარწმუნოს არგუმენტირებულად რომ ის მართლაცდა ცდება, არასწორია მისი მსჯელობა და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შEმხვევაში მიმაჩნია რომ ის ადამიანი დაბრკოლდება ზუსტად იმ საკითხის გაბუნდოვნების გამო. |
ნათია |
Aug 24 2007, 11:14 AM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
მოდი ერთი რამ განვიხილოთ, როდესაც რაიმე სულიერ საკიტხზე ან თუნდაც ყოფით თემაზე სასულიერო პირთან გინდა საუბარი , ან თუნდაც ამა თუ იმ თემის ირგვლივ გსურს მოძღვართან ერთად იმსჯელო და მოძღვარი კი მოგმართავს "ჩვენ შენიაზრი არ გვაინტერესებს, რადგან ეკლესია ასე ფიქრობს", ან სადღაც გარბის და არ ცალია ერთი წუთით მაინც ნუგეში გცეს ან პირიქით გითხრას რომ შენ ცდები, მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ არ გაგვჩენია გულისწყრომა იმ სასულიერო პირის მიმართ? ერთია ეკლესია რომ ასე ფიქრობს და ის დოგმაა, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, მოძღვარმა (ჩემი აზრით) ყველაშემთხვევაში უნდა მოუსმინოს მის სულიერ შვილს და დაარწმუნოს არგუმენტირებულად რომ ის მართლაცდა ცდება, არასწორია მისი მსჯელობა და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შEმხვევაში მიმაჩნია რომ ის ადამიანი დაბრკოლდება ზუსტად იმ საკითხის გაბუნდოვნების გამო. ერთი რამ გვავიწყდება..... სასულიერო პირიც ადამიანია და შეიძლება შეცდომა დაუშვას... ან არიან ისეთი სასულირო პირებიც, რომლებსაც შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ... რომ არგუმენტირებულად აგიხსნას ესა თუ ის საკითხი..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი