განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
leluka |
Aug 24 2007, 02:12 PM
პოსტი
#2
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
იცით მე როცა ერთ მამაოზე გავიგე რაღაც ცუდი განკითხვა არ დამიწყია და ჭორაობა უბრალოდ გული არ მიმივიდა და ვერ მივედი მასთან ...აი რას შვება ყოველგვარი ჭორი ....
მისი განკითხვა არ დამიწყია გული დამწყდა ძალიან .....რატომ უნდა განვიკითხო მამაო როცა მე 1000ჯერ უარესი ვარ და მის საქმეებში ჩავყო ცხვირი,მეც ხომ ცოდვილი ვარ და ვიღაცამ ჩემს ცოდვებს ხაზი რომ გაუსვას ჭორაობა დაიწყოს ჩემზე ხომ არ იქნება ლამაზი, ამიტომ ჩვენი თავები განვიკითხოთ 1 რიგში -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი