განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
თემო |
Aug 24 2007, 02:19 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
აქსიომაა!!! არც საერო და არც სასულიერო პირის განკითხვა არ შეიძლება.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ ერთ მონასტერში ავედი წირვაზე დასასწრებად (მაშინ ახალ მრევლად ვითვლებოდი), და დავინახე რომ ერთი მამაო წირავს მისთვის წყნარად, ჩუმად, ვხედავ ფიზიკურად დაბალი ტანის მოძღვარია, მანამდე არსად არ მინახავს და წირვაზეც ერთი ქალბატონი ესწრება, ხომ იცით ადამიანს ეშმაკი რას არ აპიქრებინებს რა , დავდექი წირვაზე ფიზიკურად ხოლო აზრები წავიდაააააააა, გაფრინდა ჰერიი, და დამეწყო გულში ამ უცნობი და საყვარელი მოძღვრის განკითხვა, რას ვერჩოდი დღემდე არ ვიცი. მამო აგრზელებს მისთვის წირვას და სახარების წაკითხვის დროც მოვიდა , სახარებიდან ნაწყვეტები მესმის მეტი არაფერი და ტავს ვეჭიდავები რომ განკითხვები მოვიშორო ზემოთაც კი არ ვიყურები, თავჩაღუნული ვდგავარ. მამაომ დაამთავრა სახარების კითხვა, შეაბრძანა სახარება საკურთხეველში და აღსავლის კარისაკენ გამობრუნდა და შემომხედა. ციტატა "როგორც განიკითხავ ისე განიკითხებიო" და სებრუნდა გაარძელა წირვა... ნუ რეაქცია და განცდები რაც დამემართა არ შემიძლია აღვწერო... დამთავრდა წირვა ისე რომ ერთი სული მქონდა ჯვარზე მთხვევის დროს შენდობა მეთქვა მისთვის. მივედი და შემინდე მამოთქო, შემომხედა და მიპასუხა "მე შემინდეო". ტაძრიდან როგორ გამოვედი აგარ მახსოვს ეს იყო მღვდელ მონაზონი. სახელს არ ვიტყვი, მართლაც დიდი მამაა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი