განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
თემო |
Aug 24 2007, 02:43 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა თემო გაფიქრება განკითხვაა ? გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი. ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი