განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
თემო |
Aug 24 2007, 02:43 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა თემო გაფიქრება განკითხვაა ? გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი. ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე |
ნათია |
Aug 24 2007, 03:15 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი. ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე დასტურ! და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს... მღვდელმთავარი ფილარეტი როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს. ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი. ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ! წმ. იოანე კიბისაღმწერელი სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას. წმ. ალექსი ბერი (შუშანია) P.S. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ცოდვა ყველა ადამიანშია შემოსული და ყოველი ჩვენთაგანისათვის ევნო უფალი. უფლისთვისაც თვითოეული ჩვენთაგანი ძვირფასია და ამიტომ საბოლოო განსჯაც მას ეკუთვნის. აი, რატომ მოსდევს სახარებაში სიყვარულის შესახებ სიტყვებს მოწოდება - „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7, 1). ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს - ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი