გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#41
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
armani |
Aug 25 2007, 09:29 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,521 |
სააკაძეების და მგონი სააკაშვილების გვარის წარმომავლობის შესახებ
თარხნიშვილი ესენი ძველად იყვნენ დაღისტნის მხრის თავადნი, ჭანკაანად წოდებულნი, რომელნიცა აწცა არიან დაღისტანს და ბელაქანსა შინა ჭანკაანად წოდებულნი. ამათნი გვარნი ვინმე მოვიდნენ სისიანის კერძოდ. ნახჩევანის მხარეს და დაეშენნენ მუნ და მეფემან სომეხთამან მიიღო ხარისხითა პირველისა აზნაურობისათა და მიიღეს ამათ სარწმუნოება სომეხთა და უწოდეს სააკ (რომელი არს ისაკ) და მისცა ადგილი აგულელს შინა და გუხთანისა მოხელედ განაწესეს წელსა ქრისტეს აქეთ 767-სა, ხოლო უკანასკნელ რა სპარსთა იწყეს დამდაბლებად სომეხთა სამეფოისა, გადმოსახლდენ მუნითგან და მოვიდნენ ქართლს და მეფემან საქართველოსამან მიიღო იგი და უბოძა თეგმის ხეობასა შინა მამულნი და მოხელობა კლდე-კარისა. ხოლო შემდგომად ამისა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1503 იწოდებოდენ მოურავებად და ხარისხით მესამე თავადად და უკანასკნელ ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი სპითა დიდითა საქართველოსა ზედა წინამძღომელობითა სააკაძე გიორგი მოურავისა, ვითარცა მოუთხრობს ქართველ მატიანესა შინა; მიზეზითა ამით მეფეცა ლუარსაბ შეპყრობილ იქმნა შააბაზ ყაენისაგან, რომელიცა აიძულებდა მამადინობასა, ხოლო მეფე, არა მიმღები ბრძანებისა მისისა, იწამა ქრისტესთვის წელსა 1622-სა და შემდგომად ამისა შააბაზმან დაუმტკიცა თავადობა გიორგის და უბოძა გვარად თარხანობა (რომელ არს თათრულებ თავისუფლება) და მუნიდგან იწოდებიან თავადად თარხნის შვილებად, რომელნიცა აწ მოსახლეობენ გაღმა მხარს ახალქალაქსა ადგილსა შინა: 1) ბეციას შვილები, 2) ზაზაშვილები, 3) გლახას შვილები, 4) პატარა ბეციას შვილები და სხვანი სააკაძენი სახლობენ აზნაურად ტანის ხეობასა ზედა http://www.geogen.ge/index.php?id_menu=12&...&id_let=8&abc=1 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი