ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
Ninia I |
Aug 25 2007, 12:50 AM
პოსტი
#1
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
მაინტერესებს რამდენად არის ტრადიცია და საჭიროება იმისა რომ ქალმა ტაძარში იგალობოს.? მე მაგალითად არ მომწონს ქალის გალობა. რაღაც სასოწარკვეთილებაში მაგდებს მათი ინტონაცია.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ძალიან მაინტერესებს |
kato_Bato |
Aug 25 2007, 01:30 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რა საჭიროა ორი გუნდი ტაძარში და ადრე, მე როგორც ვიცი, მთელი ტაძარი გალობდა, ვინც არ გალობდა ჰაერში ბუზებს ითვლიდა
მეც ბიჭების ნამღერი უფრო მომწონს, მაგრამ მამა პაისს უწერია, როცა იმაზე ფიქრობ, ლამაზად ვიგალობოო, მხოლოდ ლამაზი გალობა შეგრჩება ხელში და როცა იმაზე გეფიქრება, უფლის სადიდებელი რა სარგებელს მოგიტანს, ანუ გალობის სიყვებზე ფიქრობ და არა შენი ხმის მშვენებაზე, მაშინ მიიღებ სულიერ სარგებელსო. ასევე ჩვენც, ტაძარში რომ ვდგავართ და რა გვესიამოვნებოდა იმაზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით ამაზე ლაპარაკი, პაწა სირცხვილია იგალობეთ ვისაც შეგიძლიათ, ვისაც არა მოუსმინეთ აი ასე. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Sotiris |
Aug 25 2007, 11:55 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რა საჭიროა ორი გუნდი ტაძარში და ადრე, მე როგორც ვიცი, მთელი ტაძარი გალობდა, ვინც არ გალობდა ჰაერში ბუზებს ითვლიდა არ იყო მასე. ციტატა მეც ბიჭების ნამღერი უფრო მომწონს, მაგრამ მამა პაისს უწერია, როცა იმაზე ფიქრობ, ლამაზად ვიგალობოო, მხოლოდ ლამაზი გალობა შეგრჩება ხელში და როცა იმაზე გეფიქრება, უფლის სადიდებელი რა სარგებელს მოგიტანს, ანუ გალობის სიყვებზე ფიქრობ და არა შენი ხმის მშვენებაზე, მაშინ მიიღებ სულიერ სარგებელსო. ციტატა სრულად მოიტანე. მაგრამ პრინციპში აქ მგალობელზეა საუბარი და არა მგალობლის მსმენელზე ეკლესიაში ციტატა ასევე ჩვენც, ტაძარში რომ ვდგავართ და რა გვესიამოვნებოდა იმაზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით ამაზე ლაპარაკი, პაწა სირცხვილია წმ. მამათა განმარტებით გალობა იმიტომ არსებობს ეკლესიაში, რომ მელოდიის მშვენებასთან ერთად საღმრთო დოგმატები და სწავლებები ადვილად შევითვისოთ. თუ მარტო მელოდიის მშვენებაზე ფიქრობს კაცი, ეგ არასწორი დამოკიდებულებაა. აგერ ოქროპირის კარგი მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. თეოდორე სტუდიელიც ასე არიგებს კანონარხს (თანამედროვე გაგებით ტიპიკარი იგულისხმება), რომ გალობისთვის ის მონაზვნები განაწესოს, ვისაც ეს ეხერხება, კითხვისთვის - ვისაც კითხვა ეხერხება და ა.შ., რომ სხვებმაც შეძლონ სულიერი სარგებლის მიღება. გალობა მგალობლისთვის არაა, და თუ შესაძლებლობაა ნიჭიერი მგალობლები გყავდეს, მაგას რა ჯობია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი