გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 17 2007, 12:15 AM
პოსტი
#1
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
გამარჯობა!
მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე? არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო. ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით)) ეხლა კი თქვენი აზრი თუ შეიძლება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
ნაინა |
Aug 26 2007, 03:51 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გიორგი სააკაძესა და მის ცხოვრებაზე ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს, ზოგი მას მოღალატეს უწოდებს, ზოგი კი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს გმირად გვისახავს.
თუ წაკითხვა არ დაგეზარებათ დაგიბეჭდავთ შემოკლებულ ტექსტს: გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნოსტეში მეფის აზნაურ სიაუშ სააკაძის ოჯახში. 1608 წლიდან თბილისის მოურავია, მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის კარზე, 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალ დამპყრობელთა ჯარი. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ქართლიდან ირანში გაქცეულიყო შაჰ აბას I-თან, ამის მიზეზი იყო მის წინააღმდეგ მიმართული მოშურნე თავადთა შეთქმულება (შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით). გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში, ამ პერიოდში იგი ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა მტრებთან და მოეპოვებინა პირველობა ქართლში. არსებობს ვარაუდი, რომ ლუარსაბ II-ის მკვლელობაც სააკაძის ჩაგონებით მოხდა. 1616-1620 წლებში გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი მმართველია შაჰ-აბასის ეგიდის ქვეშ. 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ სძლია პატივმოყვარეობამ, იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და გადაუდგა მას. 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი