ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
Ninia I |
Aug 25 2007, 12:50 AM
პოსტი
#1
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
მაინტერესებს რამდენად არის ტრადიცია და საჭიროება იმისა რომ ქალმა ტაძარში იგალობოს.? მე მაგალითად არ მომწონს ქალის გალობა. რაღაც სასოწარკვეთილებაში მაგდებს მათი ინტონაცია.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ძალიან მაინტერესებს |
N. R. |
Aug 27 2007, 12:13 PM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
და კიდევ ერთი, დროს რაც შეეხება, თუ როდის იწყება ქალების გალობა ტაძარში. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი მოსაზრება გამაჩნია: ეს უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოში ევროპული მუსიკალური ტრადიციის შემოჭრასთან. XX საუკუნეში რომ არატრადიციული გუნდები შეიქმნა და ევროპული ა კაპელა საგუნდო ტრადიციისამებრ შემადგენლობა იყო შერეული, მაშინ დადგა საგალობლად ქალი ტაძარში და შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები მოგეხსენებათ. XX საუკუნის ბოლოს კი როდესაც ტრადიციული გალობის აღდგენა დაიწყო პირველი გუნდი, რომელიც ტრადიციულ საგალობლებს შეეჭიდა და ტაძარში დადგა ტატიანას და თინიკო ჟვანიას გუნდი იყო.
მეორე მოსაზრება ჩემი არის ის, რაც ზემოთ დავწერე, რომ საფუძველი ეყრება ოდითგანვე დედათა მონასტერში და ეტაპობრივად ინაცვლებს დასაწყისისთვის გამონაკლის შემთხვევებში საერო მსახურებაზე. ამ ორი ვარიანტის მეტი მე პირადად არ მეგულება. მაგრამ რომელია უფრო ახლოს სიმართლესთან? ალბათ მეორე, ვინაიდან თუ როგორც პირველ შემთხვევაშია პირველად ქალმა XX საუკუნის დასაწყისში იგალობა, ან თუ გინდ XIX საუკუნის ბოლოს, ეს აუცილებლად იქნებოდა აღნიშნული სადმე. ჩვენ მოგვეპოვება ძალიან ბევრი ცნობა იმ პერიოდის გალობის მდგომარეობებზე პერიოდულ პრესაში, სადმნე ხომ დაიწერებოდა კრიტიკა? ვთქვათ არ დაიწერა კრიტიკა, ვინაიდან არც გალობდნენ ქალები, მაგრამ ფალიაშვილის დროს ხომ უეჭველად გალობდნენ მის კაპელაში? მაშინ კარბელაშვილი თითოეულ ნოტზე რომ მისდევდა რატომ ერთხელ არ ახსენა არც ერთ ადგილას, რომ ,,ფალიაშვილი ქალებს აყივლებსო"? არადა თუ იტყოდა ასე იტყოდა ანუ ჩემი ლოგიკის მიხედვით ასეა, რომ ქალის გალობას უნდა ჰქონდეს დიდი ტრადიცია, ყოველ შემთხვევაში ეს XIX საუკუნის მონაპოვარი არ უნდა იყოს ნამდვილად, მითუმეტეს მეოცესი. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს სიამოვნებით მოვისმენ N. R. გალობა გამოსავალი არ არის, გალობა შეიძლება გზა იყოს. წესით უნდა იყოს. მე ის ვთქვი, რომ გალობა გზა იქნება იმისთვის, ვინც არის მზად იაროს ამ გზაზე, თორემ შეიძლება მგალობელიც იყოს იმ მდგომარეობაში როგორშიც შენს მიერ მოყვანილი მაგალითი მრავლის მდგომარეობისა. ასე რომ მრევლისთვის ჭეშმარიტების გზაზე სასიარულოდ გალობა ვერ იქნება განმსაზღვრელი. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 09:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი