ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობა და მანდილოსანი, ქალის ნაგალობები არ გეიშვას არსად |
Ninia I |
Aug 25 2007, 12:50 AM
პოსტი
#1
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
მაინტერესებს რამდენად არის ტრადიცია და საჭიროება იმისა რომ ქალმა ტაძარში იგალობოს.? მე მაგალითად არ მომწონს ქალის გალობა. რაღაც სასოწარკვეთილებაში მაგდებს მათი ინტონაცია.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ძალიან მაინტერესებს |
mariami-k |
Aug 25 2007, 12:11 PM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
Ninia I
იქიდან გამომდინარე რომ არსებობს შემონახული მგალობელი ქალის შესამოსელის ძველი ნიმუში, შეიძლება ითქვას რომ ტრადიციაც არებობს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Sotiris |
Aug 25 2007, 11:34 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
Ninia I იქიდან გამომდინარე რომ არსებობს შემონახული მგალობელი ქალის შესამოსელის ძველი ნიმუში, შეიძლება ითქვას რომ ტრადიციაც არებობს. სად არის შემონახული და რომელი საუკუნის? ზუსტი წონა მაინტერესებს (© ხუტა უფროსი) დღEსდღეობით ძალიან ბევრ ტაძარში საერთოდ არ დგას გუნდი. აქედან გამომდინარე საჭიროება ნამდვილად არის ორივე გუნდის დგომისა. ერთ ტაძარში თუ საერთოდ არ დგას გუნდი, მეორეში ორი (ქალების და კაცების) რატომ უნდა იდგას? ლოგიკას ვერ მივხვდი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 27 2007, 02:43 AM
პოსტი
#4
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
სად არის შემონახული და რომელი საუკუნის? ზუსტი წონა მაინტერესებს (© ხუტა უფროსი) ეს ნამდვილად არ გამიგია, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ლოგიკურია რომ დედათა მონასტერში უეჭველად დედები იგალობებდნენ. ჩემი აზრით სანამ საეროში ქალების გალობა დაიშვებოდა მანამდე კიდევ რაღაც გზა იქნებოდა, ამ გზაზე ქალებს მოუწევდათ სწორედაც შესამოსელი და ამბავი და არ მოხდებოდა პირდაპირ გადასვლა ამხელა ნახტომით. ასე რომ ქალის გალობის ტრადიცია იწყება მას შემდეგ რაც ყალიბდება დედათა მონასტრის არსებობა, და დროთა განმავლობაში გადმოინაცვლებს საეროშიც, და ამაში მე პირადად ვერაფერს ვხედავ ცუდს. თუ იმდენი კაცი იქნება, რომ მე აღარავის დავჭირდებიო პირადად, დიდი სიამოვნებით გავკმინდავ ხმას და დავტკბები მამაკაცთა შესრულებით ქალების და კაცების ანტიფონური გალობა არ გამოდის კარგი (ე.ი. ვთქვათ ნეტარ არს კაცის ერთ მუხლს ერთი გუნდი ამბობს, მეორეს - მეორე, მესამეს - ისევ პირველი და ა.შ.), თუგინდ ხმის სიმაღლეში განსხვავების გამო. ანტიფონური გალობისას ორივე გუნდის ხალხს დაახლოებით ერთნაირი შესაძლებლობების (რეგისტრი, დიაპაზონი) ხმები უნდა ჰქონდეს. და ვინ გითხრა, რომ ,,ნეტარ არს კაცის", ან რომელიმე საგალობლის მუხლები დაყონ? სხვადასხვა საგალობლები შეასრულონ Sotiris საერთოდაც სად გინახავს ბოლოს ანტიფონური შესრულება? მე მხოლოდ ჩიტაძეზე მინახავს ვაი გალობების შუაში გაწყვეტა და გადაბმები და არეულობა. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 02:50 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჩემი აზრით სანამ საეროში ქალების გალობა დაიშვებოდა მანამდე კიდევ რაღაც გზა იქნებოდა, ამ გზაზე ქალებს მოუწევდათ სწორედაც შესამოსელი და ამბავი და არ მოხდებოდა პირდაპირ გადასვლა ამხელა ნახტომით. ვარაუდებით საუბარი არ ვარგა. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვიცი, არ ჩანს ერში ეგ ტრადიცია რუსებამდე. რუსების დროს რომ კეთილშობილ გოგონათა სასწავლებლები გაჩნდა, იქ გალობასაც ასწავლიდნენ და იპოლიტოვ-ივანოვის ან თუგინდ ფალიაშვილის ხელმძღვანელობით გალობდნენ კიდეც. ციტატა და ვინ გითხრა, რომ ,,ნეტარ არს კაცის", ან რომელიმე საგალობლის მუხლები დაყონ? სხვადასხვა საგალობლები შეასრულონ მაგას ანტიფონური გალობა აღარ ჰქვია. Sotiris საერთოდაც სად გინახავს ბოლოს ანტიფონური შესრულება? რა შუაშია სად მინახავს? ბერძნებთან მინახავს, თუ ასე გინდა წერია ეგ ანტიფონური გალობა ჩვენს წიგნებში და ხელნაწერებში, და რა უნდა უყო, ახლანდელ მცდარ პრაქტიკას ელოლიავო? ციტატა მე მხოლოდ ჩიტაძეზე მინახავს ვაი გალობების შუაში გაწყვეტა და გადაბმები და არეულობა. რა იყო, გაგაღიზიანა რამემ? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 27 2007, 03:00 AM
პოსტი
#6
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვარაუდებით საუბარი არ ვარგა. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვიცი, არ ჩანს ერში ეგ ტრადიცია რუსებამდე. რუსების დროს რომ კეთილშობილ გოგონათა სასწავლებლები გაჩნდა, იქ გალობასაც ასწავლიდნენ და იპოლიტოვ-ივანოვის ან თუგინდ ფალიაშვილის ხელმძღვანელობით გალობდნენ კიდეც. ვარაუდებზე ძალიან ბევრი რამ იგება. მაშინ დანამდვილებით გეტყვი, რომ პირველად ქალი დედათა მონასტერში იგალ;ობებდა, და ერში მაშინ გამოვიდოდა, როცა საჭიროება მოითხოვდა. იმასაც უეჭველად ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შესამოსლის გარეშე არ დააყენებდნენ. ეგ ცხადია აღარაა ანტიფონური იმ გაგებით, რა გაგებითაც ღვთისმსახურების ჩამოყალიბებული წესია და კანონზომიერებები გფააჩნია. მაგრამ ორი გუნდის მონაცვლეობას თუ ზოგადად ანტიფონი ქვია, მაშიან არცაა გასაკვირი, რომ დღეს ამ ტერმინის სიზუსტე აღარ არის დაცული და არასწორი გაგება დამკვიდრდა რა შუაშია სად მინახავს? ბერძნებთან მინახავს, თუ ასე გინდა წერია ეგ ანტიფონური გალობა ჩვენს წიგნებში და ხელნაწერებში, და რა უნდა უყო, ახლანდელ მცდარ პრაქტიკას ელოლიავო? რა იყო, გაგაღიზიანა რამემ? ხოდა მეც მაგას გეუბნები, რომ საქართველოში არც შევხვედრილვარ არსად-თქო, გარდა ჩიტაძისა, მაგრამ იქ ანტიფონურად გალობაც ნახევარზე მეტი თავიანთი სურვილისამებრ აქვთ გადაწყობილი არააა, რას უნდა გავეღიზიანებინე? პ.ს. კარგი იქნება ტიპიკონით როგორც არის დადგენილი ისე მოხდეს გადანაწილება ანტიფონურად, რამოდენიმე ტაძარში მაინც, სამაგალითოდ. ამ შემთხვევაში მართლა ან მხოლოდ კაცხებს მოუწევთ გალობა ან ქალებს. ისე კი ეს თემა ქალის ფუნქციას ეხება სამგალობო პრაქტიკაში და არა შესრულების ანტიფონურ ფორუმას, თუმცა ეს უკანასკნელი მეტად საინტერესო საკითხია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 03:18 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვარაუდებზე ძალიან ბევრი რამ იგება. არსებობს ვარაუდი რომელსაც რაღაც საფუძველი აქვს, არსებობს ვარაუდი, რომელსაც საფუძველი არა აქვს. შენ რა საბუთი გაქვს, ვერ ვხედავ ჯერ, თორემ ჯინაზე კი არ ვარ. ციტატა მაშინ დანამდვილებით გეტყვი, რომ პირველად ქალი დედათა მონასტერში იგალ;ობებდა, და ერში მაშინ გამოვიდოდა, როცა საჭიროება მოითხოვდა. ჰოდა როდის მოხდა ეგ და სად? ციტატა იმასაც უეჭველად ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შესამოსლის გარეშე არ დააყენებდნენ. ალბათ ხელსაც დაასხამდნენ თუ მგალობლის შესამოსლის შესახებ თემა ნახე, მგონი იქ ვერ დადგინდა რა ეცვათ მე-19 ს.-ზე ადრე ქართველ მგალობლებს. ციტატა ეგ ცხადია აღარაა ანტიფონური იმ გაგებით, რა გაგებითაც ღვთისმსახურების ჩამოყალიბებული წესია და კანონზომიერებები გფააჩნია. მაგრამ ორი გუნდის მონაცვლეობას თუ ზოგადად ანტიფონი ქვია, მაშიან არცაა გასაკვირი, რომ დღეს ამ ტერმინის სიზუსტე აღარ არის დაცული და არასწორი გაგება დამკვიდრდა მერე მაგით რა? ციტატა ხოდა მეც მაგას გეუბნები, რომ საქართველოში არც შევხვედრილვარ არსად-თქო, გარდა ჩიტაძისა, მაგრამ იქ ანტიფონურად გალობაც ნახევარზე მეტი თავიანთი სურვილისამებრ აქვთ გადაწყობილი რას გულისხმობ? ციტატა არააა, რას უნდა გავეღიზიანებინე? რა ვიცი, აბა. ციტატა პ.ს. კარგი იქნება ტიპიკონით როგორც არის დადგენილი ისე მოხდეს გადანაწილება ანტიფონურად, რამოდენიმე ტაძარში მაინც, სამაგალითოდ. ჰოდა რატომ არ ხდება ეს იმ ტაძრებში, სადაც საკმარისად ყავთ მგალობლები? კანუდოსას თქმის არ იყოს, ლიტურგიკული პრობლემა რომ არის, იმიტომ? ციტატა ისე კი ეს თემა ქალის ფუნქციას ეხება სამგალობო პრაქტიკაში კი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა: კაცთა და ქალთა გუნდი ანტიფონური გალობისთვის არისო. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Aug 27 2007, 11:51 AM
პოსტი
#8
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
არსებობს ვარაუდი რომელსაც რაღაც საფუძველი აქვს, არსებობს ვარაუდი, რომელსაც საფუძველი არა აქვს. შენ რა საბუთი გაქვს, ვერ ვხედავ ჯერ, თორემ ჯინაზე კი არ ვარ. დედათა მონასტერი რომ X საუკუნემდეც არსებობდა მაგაზე ორი აზრი არ არის, მე არც იმაზე მაქვს ორი აზრი, რომ დედათა მონასტერში, მითუმეტეს იმ პერიოდში, კაცებს არ დააყენებდნენ საგალობლად. ამას ვერანაირ საბუთს ვერ დავურთავ, მაგრამ მე მაინტერესებს, შენ არ ფიქრობ რომ ასე იყო? ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ შარზე არ ხარ ჰოდა როდის მოხდა ეგ და სად? ალბათ ხელსაც დაასხამდნენ თუ მგალობლის შესამოსლის შესახებ თემა ნახე, მგონი იქ ვერ დადგინდა რა ეცვათ მე-19 ს.-ზე ადრე ქართველ მგალობლებს. მგალობლის შესამოსელს რაც შეეხება ნამდვილად არ დადგენილა XIX საუკუნემდე რა ეცვათ, არც სურათი გადაუღიათ მანამდე და არც რაიმე ხელნაწერის შესახებ არის ცნობილი, რითაც ეს საკითხი დადგინდებოდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრადიციის რღვევა ხდება ზოგადად, და არა შენება, და მგალობელზე შესამოსელი ჩემი აზრით კაი დიდი ტრადიცია უნდა იყოს, და არა XIX საუკუნეში მოტანილი. ამ უკანასკნელს ვამბობ იმიტომ, რომ უამრავი დოკუმენტი არსებობს იმის შესახებ რომ მგალობლები განსაკუთრებული რანგის წარმომადგენლები იყვნენ და დაფასებაცხ განსაკუთრებული ჰქონდათ, და ძველად, როდესაც რანგის საკითხი ბევრად კულტურულ დონეზე იქნებოდა და წესსა და იერარქიას მეტად იცავდნენ, შეუძლოებელია ჩაცმულობითაც არ ყოფილიყო გამორჩეული მგალობელი. რას გულისხმობ? საკუთარი სურვილისამებრაც უშვებენ გამონაკლისებს, აი ამას ვგულისხმობ. მაგ. არის საგალობლები, კვერექსები, რომლებსაც შუაზე ყოფენ, ისე როგორც არის მითითებული, მაგრამ იმასაც უშვებენ, რომ რაღაც საგალობლები ერთად იგალობონ, ან მხოლოდ ერთმა გუნდმა ჩაამთავროს. ანუ ბოლომდე აქაც არ იცავენ ანტიფონის წესს. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Sotiris |
Aug 27 2007, 02:13 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
დედათა მონასტერი რომ X საუკუნემდეც არსებობდა მაგაზე ორი აზრი არ არის, მე არც იმაზე მაქვს ორი აზრი, რომ დედათა მონასტერში, მითუმეტეს იმ პერიოდში, კაცებს არ დააყენებდნენ საგალობლად. ამას ვერანაირ საბუთს ვერ დავურთავ, მაგრამ მე მაინტერესებს, შენ არ ფიქრობ რომ ასე იყო? მე არ გელაპარაკები მონასტრებზე, ერში ქალ მგალობლებზე გელაპარაკები. ციტატა მგალობლის შესამოსელს რაც შეეხება ნამდვილად არ დადგენილა XIX საუკუნემდე რა ეცვათ, არც სურათი გადაუღიათ მანამდე და არც რაიმე ხელნაწერის შესახებ არის ცნობილი, რითაც ეს საკითხი დადგინდებოდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრადიციის რღვევა ხდება ზოგადად, და არა შენება, და მგალობელზე შესამოსელი ჩემი აზრით კაი დიდი ტრადიცია უნდა იყოს, და არა XIX საუკუნეში მოტანილი. ამ უკანასკნელს ვამბობ იმიტომ, რომ უამრავი დოკუმენტი არსებობს იმის შესახებ რომ მგალობლები განსაკუთრებული რანგის წარმომადგენლები იყვნენ და დაფასებაცხ განსაკუთრებული ჰქონდათ, და ძველად, როდესაც რანგის საკითხი ბევრად კულტურულ დონეზე იქნებოდა და წესსა და იერარქიას მეტად იცავდნენ, შეუძლოებელია ჩაცმულობითაც არ ყოფილიყო გამორჩეული მგალობელი. ამ საქართველოში ყველაფერი ვარაუდებზე როგორ უნდა იყოს აგებული, ჰა? ციტატა საკუთარი სურვილისამებრაც უშვებენ გამონაკლისებს, აი ამას ვგულისხმობ. მაგ. არის საგალობლები, კვერექსები, რომლებსაც შუაზე ყოფენ, ისე როგორც არის მითითებული, მაგრამ იმასაც უშვებენ, რომ რაღაც საგალობლები ერთად იგალობონ, ან მხოლოდ ერთმა გუნდმა ჩაამთავროს. ანუ ბოლომდე აქაც არ იცავენ ანტიფონის წესს. მე რამდენადაც ვიცი, წესი აი ამ წიგნიდან აქვთ აღებული (ათონის მთის სიმონპეტრას მონასტრის გამოცემაა). ერთად გალობას რაც შეეხება, ეგ რომელნი ქერუბინთას და მსგავს საგალობლებს გულისხმობ? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი