ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქველმოქმედება, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია |
გლახა |
Aug 16 2006, 11:40 AM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ხშირად ადამიანები ძალიზედ ყოჩაღნი ვართ ლაპარაკში,
მაგრამ ძალზედ სუსტნი იმაში, რომ ჩვენი სიტყვები და რწმენა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ანუ ჩვენი ცხოვრება ხშირად არ არის სანთელი, რომელიც სხვებს გაუნათებს. რწმენა და საქმეები ხშირად დღისა და ღამის მსგავსად განსხვავდება... ამ თემაში მოდით რწმენაზე და საქმეებზე ვისაუბროთ. ჩემო ძმებო, რა სრგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 19 2006, 01:22 AM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
რწმენა საქმის გარეშე მკვდარია.ამ ფრაზას თუ გამოვიყენებთ წმინდანებთან მიმართებაში.მაშინ გამოვა რომ ბევრი წმინდანი არ იქნება წმინდანი რადგანაც ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ საკუთარი საქმეები დაემალათ და მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა მათი საქმეები ცნობილი.უფალი ამბობს მარხვას რომ იცავ ჩუმად იმარხულე და სხვებს ნუ ეჩვენები მარხველად,როდესაც ლოცულობ ცალკე ჩაიკეტე ოთახში და იქ ილოცე და არა სხვების დასანახად.ამიტომ ასეთი ლოგიკით ცალკეულ პირებზე საუბარი ძალზედ სახიფათოა რადგანაც ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანის ფარული საქმეები რომლებიც უფალმა იცის და ჩვენ შეიძლება წმინდა ადამიანი ცუდად განვიკითხოთ,რაც მძიმე ცოდვაა.ამიტომ ასეთი საუბრებისას კონკრეტულ ადამიანზე დიდი სიფრთხილე გვმართებს,რათა ჩვენი სულელური დასკვნებით და პროგნოზებით განმკითხველები და ცილისმწამებელნი არ გავხდეთ.ვინმეზე მსჯელობისას უნდა გვახსოვდეს უფლის ნათქვამი ყოველი ხე ნაყოფით იცნობა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 04:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი